ჩრ. მაკედონიის ეკლესია მსოფლიო პატრიარქს ჯანმრთელობას უსურვებს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი კორონავირუსით დაინფიცირდა ჩრდილოეთ მაკედონიის არაღიარებული ეკლესიის მეთაურმა, ოხრიდისა და სრულიად მაკედონიის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ და ბიგორსკის მონასტრის წინამძღვარმა, ანტანის ეპისკოპოსმა პართენიმ მსოფლიო პატრიარქს წერილი გაუგზავნეს.

წერილში მთავარეპისკოპოსი სტეფანე წერს:

“განსაკუთრებული შეშფოთებით შევიტყვეთ ჩვენი დედაეკლესიის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რეგულარული სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ყოვლადუწმინდეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს Covid-19-ის ინფექცია დაუდასტურდა და მსუბუქი სიმპტომებით გადააქვს. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას, რომელიც მთელი თავისი სამღვდელო მსახურების განმავლობაში ზრუნავდა მართლმადიდებლობის კეთილდღეობასა და მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესრიგის შენარჩუნებისთვის.

მოვუწოდებთ ჩვენი ადგილობრივი ეკლესიის სისავსეს, სასულიერო პირებს და მორწმუნეებს, ილოცონ ყოვლადუწმინდესო მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ჯანმრთელობისათვის”.

ანტანის ეპისკოპოსმა პართენიმ ასევე მოუწოდა საკუთარ მრევლს ილოცონ მსოფლიო პატრიარქის სწრაფი გამოჯანმრთელებისათვის.

ბოლო სიახლეები