ბოლო ოთხ თვეში უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას რუსული ეკლესიის 600-ზე მეტი სამრევლო შეუერთდა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მას შემდეგ, რაც მსოფლიო საპატრიარქომ კანონიკური გზით უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია გადასცა, უკრაინაში არსებული რუსული ეკლესიის იურისდიქციას მრავალი სამრევლო ტოვებს. ასეთი სამრევლოების ციფრი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო.

სამრევლოების გადასვლის ტემპი გაიზარდა. უკრაინის რუსულ ეკლესიას ყოველდღიურად ტოვებენ სამრევლოები და უკრაინის ავტოკეფალურ (რუსეთისგან დამოუკიდებელ) ეკლესიაში გადადიან.

ოფიციალური მონაცემებით 24 თებერვლიდან 8 ივნისის ჩათვლით უკრაინის რუსული ეკლესია 600-ზე მეტმა სამრევლომ დატოვა და უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას შეუერთდა. 

იხილეთ რუკა შემდეგ ბმულზე: https://www.google.com/maps/d/u/0/edit?mid=1QvrLRYXPSECay3HG3C67xpKYaHBvWeqy&usp=sharing

ბოლო სიახლეები