ბორის ჯონსონი უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას ეწვია [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 2022 წლის 17 ივნისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. ომის დაწყებიდან ეს მისი მეორე ვიზიტია კიევში. 

ოფიციალური ვიზტის ფარგლებში ბორის ჯონსონი და უკრაინის პრეზიდენტი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის საკათედრო ტაძარს ეწვია და სანთლები დაანთო. ოფიციალურ სტუმრებს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მონასტრის წევრები დახვდნენ.

დახვედრის ცერემონიალში მონაწილეობა ვერ მიიღო უკრაინის ეკლესიის მეთაურმა, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტრიპოლიტმა ეპიფანემ, რომელიც ბრიუსელში იმყოფება და ევროსაბჭოს წევრებთან შეხვედრებს მართავს. 

ბოლო სიახლეები