ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი უკრაინის ეკლესიის მეთაურს ეწვია [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

გუშინ, 29 ოქტომბერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი მარგარიტის სქინასი უკრაინაში ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ეპიფანეს რეზიდენციაში ეწვია. 

შეხვედრის დროს მხარეებმა უკრაინაში არსებულ საეკლესიო მდგომარეობაზე ისაუბრეს. ასევე შეეხება რელიგიის თავისუფლებისა და უკრაინის სახელმწიფოს ევროკურსის საკითხზე.  

გარდა ამისა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ მნიშვნელოვან სტუმარს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განვითარების საკითხზე, მისი ურთიერთობის სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან, განსაკუთრებით ბერძნულ ეკლესიასთან და ათონის მთასთან, სადაც უკრაინელ მომლოცველებს ყოველთვის თბილად ხვდებიან.

თავის მხრივ, ბ-ნმა მარგარიტის სქინასმა უნეტარეს მიტროპოლიტს შემდგომი თანამშრომლობისაკენ მოუწოდა, იმის აღიარებით, რომ რელიგიური თემები ევროპის სივრცის განუყოფელი ნაწილია.

შეგახსენებთ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი მარგარიტის სქინასი ეროვნებით ბერძენია.

ბოლო სიახლეები