კიდევ ერთმა სამრევლომ დატოვა რუსეთის ეკლესიის იურისდიქცია

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მას შემდეგ, რაც ისტორიული სამართლიანობა აღდგა და უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კანონიკურურად მიიღო ავტოკეფალია მისი დედა ეკლესიისგან, მსოფლიო საპატრიარქოსგან, უკრაინაში არსებული რუსული ეკლესიის იურისდიქციას სამრველოები ერთი მეორეზე მიყოლებული ტოვებენ და ავტოკეფალურ ეკლესიაში გადადიან. სამრევლოებთან ერთად მრავალრიცხოვანი მრევლიც იცვლის საეკლესიო იურისდიქციას. როგორც წესი, სამრევლოს იურისდიქციის შეცვლას კონკრეტული სამრევლო ტაძრის მრევლი ერთობლივად წყვეტს. ამის პასუხად რუსული ეკლესიის წარმომადგენლები ასეთი ტაძრების მრევლზე და სასულიერო პირებზე ზეწოლას ახდენენ და აშნტაჟებენ, რათა მაქსიმალურად შეაჩერონ მრევლის მასიური დაკარგვა.

ამჯერად, ლუცკის რეგიონის სოფელ ნივიჟის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო ტაძარმა დატოვა უკრაინის რუსული ეკლესიის იურისდიქცია და უკრაინის კანონიკურ ავტოკეფალურ ეკლესიას შეუერთდა. აღნიშნული სამრევლო ლუცკისა და ვოლონის ეპარქიას დაექვემდებარება.

წყარო

ბოლო სიახლეები