ამა წლის 21 ნოემბერს კიევში, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის საკათედრო ტაძარში, რომელიც წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობისაა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ წმინდა სინოდის წევრებთან და სასულიერო პირებთან ერთად საზეიმო ლიტურგია აღასრულა. ტრადიციის თანახმად მისმა უნეტარესობამ ლიტურგიის დროს აღავლინა სპეციალური ლოცვა პანდემიის დამთავრებისთვის.
მსახურების შემდეგ ტაძრის ირგვლივ მოეწყო მსვლელობა.




















