2022 წლის 23 მაისს კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ეპიფანეს თავმდჯომარეობით უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მუდმოვმოქმედი წმინდა სინოდის სხდომა მოიწვია. სხვადასხვა საკითხებთან ერთად კიევ-პეჩორის ლავრის საკითხიც განიხილეთ.
“კიევ-პეჩერსკის ლავრის, როგორც ეროვნული და მსოფლიო მნიშვნელობის სალოცავის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოსკოვის საპატრიარქოსადმი ამ მონასტრის არაკანონიკური დაქვემდებარების შედეგების დასაძლევად, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ეპიფანეს წინადადებით წმინდა სინოდმა დაამტკიცა: კიევ-პეჩერსკის ლავრა გადავიდეს უშუალოდ უკრაინის ავტოკეაფლური ეკლესიის მეთაურის დაქვემდებარებაში და მიენიჭოს “კიევ-პეჩორის ლავრის წმინდა არქიმანდრიტის” წოდება.
წმინდა სინოდმა ასევე სთხოვა მწყემსმთავარს [უნეტარეს ეპიფანეს], მიმართოს უკრაინის მინისტრთა კაბინეტს ზემოაღნიშნული ლავრის ერთ-ერთი ეკლესიის და მისი ზოგიერთი შენობის გადაცემის თხოვნით”.
არსებული ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ კიევ-პეჩორის ლავრა სრული შემადგენლობით უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის დაქვემდებარებაში გადავა, იქ არსებულ მონაზონთა უმრავლესობა ოფიციალურად გადავა მის იურისდიქციაში. აქვე შეგახსენებთ, რომ კიევ-პეჩორის ლავრა ოფიციალურად უკრაინის ხელისუფლების დაქვემდებარებაშია და უკრაინის რუსული ეკლესია იქ მყოფობისთვის ფულად გადასახადს იხდის.