2022 წლის 9 ივნისს, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ეპიფანე თავის რეზიდენციაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უკრაინაში, ქალბატონ ანკა ფელდგუზენს შეხვდა.
უკრაინის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობშ რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირებაში. ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტი სანქციების შემოღებაა.
„ის, ვინც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას, ვინც მხარს უჭერს პუტინის ტირანიას, პასუხისმგებლობის წილი უნდა აიღოს. ესენი არიან ჩინოვნიკები, პროპაგანდისტები და ოლიგარქები. მათ შორის უნდა იყოს კირილ გუნდიაევი, რომელიც თავისი ანაფორითა პუტინის დანაშაულებებს და „რუსკი მირის“ იდეებით ფარავს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.