დღეს, 2022 წლის 2 ივნისს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ეპიფანე საღმრთო ლიტურგიას კიევის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში აღასრულებს.
ლიტურგიის დროს ასევე აღესრულება არქიმანდრიტ ანტონის ეპისკოპოსად კურთხევა. გუშინ, საღამოს ლოცვაზე, ტიპიკონის თანახმად, მისი წარდგინება მოხდა, დღეს კი ხელდასხმა.
