“რუსეთის ეკლესია შეიჭრა საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიაში” – უნეტარესი ეპიფანე ალექსანდრიის პატრიარქს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2022 წლის 14 იანვარს უნეტარესმა კიევისა და სრულიად უკრაინის უ მიტროპოლიტმა ეპიფანემ მხარდაჭერის ეპისტოლე გაუგზავნა უნეტარეს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპსა და პატრიარქ თეოდორე მეორეს. წერილში უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ალექსანდრიის საპატრიარქოსა და უნეტარესი პატრიარქის მიმართ და აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური ქმედებები მისთვის (უნეტარესი ეპიფანესათვის) ცნობილია, რადგან წლების მანძილზე სწორედ ამგვარ გარემოში უწევს მოღვაწეობა.

მისი უნეტარესობა ეპიფანე აქვე საუბრობს რუსეთის ეკლესიის იმ ანტიკანონიკურ ქმედებებზე, რომლის მსხვერპლი მრავალგზის გახდა საქართველოს უძველესი ეკლესიაც. კერძოდ აღნიშნავს:

არ უნდა დავივიწყოთ არც ის მცდელობები, როდესაც რუსეთის ეკლესია შეიჭრა სხვის ტერიტორიებზე და სრულად დაარღვია წმიდა კანონები. ყოველგვარი უფლების გარეშე, ეს ეკლესია და რუსული სახელმწიფო მე-18 საუკუნეში შემოიჭრა ყირიმის სამიტროპოლიტოში, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იყო. ასევე მე-19 საუკუნის დასაწყისში ის მსგავსადვე შეიჭრა საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიაში“.

გარდა ამისა უკრაინის ეკლესიის მეთაური აღნიშნავს, რომ ეკლესიებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ და ხაზს უსვამს:

ყველა ეს და მრავალი სხვა ფაქტი და მაგალითი რუსეთის ეკლესიის უკანონო და ანტიკანონიკური ქმედებებისა, რომლებიც განხორციელდა წარსულში და ახლაც გრძელდება, მათ შორის სიძულვილისა და დაპირისპირების გაღვივება ბოლო სამი წლის განმავლობაში კვიპროსისა და საბერძნეთის ეკლესიებისადმი, წარმოადგენენ ცალსახა ფაქტებს, რასაც უდავოდ სჭირდება სათანადო კანონიკური შეფასება. დარწმუნებულნი ვართ, რომ ალექსანდრიის წმიდა საპატრიარქო მსოფლიო საპატრიარქოსა და სხვა ბრძენ პატრიარქებთან და წმიდა ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურებთან ერთად იპოვის შესაბამის კანონიკურ გადაწყვეტას, რომელიც შეაჩერებს მოსკოვის საპატრიარქოს ძალისხმევას მართლმადიდებლობა რუსულ ეთნოცენტრულ სექტად გადააქციოს“.

ბოლო სიახლეები