საკვირაო ლიტურგია კიევში უნეტარესმა ეპიფანემ აღასრულა [ფოტო & ვიდეო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

სულთმოფენობის შემდეგ მეთექვსმეტე კვირას, 2021 წლის 10 ოქტომბერს, მისმა უნეტარესობამ კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ კიევის წმ. მიქაელის სახელობის ტაძარში წმინდა იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

მსახურებაში ასევე მონაწილეობდნენ ვიშგოროდის მთავარეპისკოპოსი აღაპიტი და წმინდა მიქაელის სახელობის მონასტრის ძმობა და მოწვეული სასულიერო პირები.

სახარების წაკითხვის შემდეგ, ადგილობრივი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა იქადაგა, ხოლო შემდეგ მსოფლიოში პანდემიის დასრულებისთვის მუხლმოდრეკით სპეციალური ლოცვა წარმოსთქვა.

საკვირაო ლიტურგიის შემდეგ უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ უკრაინელი ხალხისთვის, ჯარისკაცებისთვის, ქვრივებისთვის, ობლებისთვის, უსამართლოდ დაპატიმრებულთათვის, უძლურებაში მყოფთათვის, ექიმებისთვის ჯანმრთელობის პარაკლისი გადაიხადა.

ვიშგოროდის მთავარეპისკოპოსი აღაპიტი

ბოლო სიახლეები