სრულიად უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი თავისი ბერად აღკვეცის 72-ე წლისთავს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით საპატიო პატრიარქმა ფილარეტმა სამადლობელი ლოცვა აღავლინა კიევის წმიდა მთავარ ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში.
ერში მიხეილ დენისენკო 1950 წლის 1 იანვარს აღიკვეცა ბერად ყოვლადწმიდა სამების სერგის ლავრაში და მართალი ფილარეტ მოწყალის სახელზე ეწოდა ფილარეტი.
საპატიო პატრიარქი ფილარეტი მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში საეპისკოპოსო ქიროტონიით ყველაზე უპირატესია. 2022 წლის 4 თებერვალს 60 წელი შესრულდება მისი მღვდელმთავრად ქიროტონიიდან.