უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია კირილე გუნდიაევის განკვეთას ითხოვს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2022 წლის 24 მაისს კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტ ეპიფანეს მეთაურობით კიევის აია სოფიაში შედგა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმთავართა უმაღლესი კრება. კრებაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა რუსეთის ეკლესიის უარყოფითი და წამახალისებელი როლი რუსეთი-უკრაინის ომში.

ეპისკოპოსთა კრებამ სთხოვა მწყემსმთავარს [უნეტარეს ეპიფანეს], მიმართოს მსოფლიო პატრიარქსა და ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებს რუსეთის პატრიარქის კირილეს კანონიკურ პასუხისმგებლობაში მიცემის მიზნით: 1) “რუსკი მირ-ის” იდეოლოგიაზე დამყარებული ერეტიკული ეთნოფილური დოქტრინის გავრცელებისთვის საპატრიარქო ტახტის ჩამორთმევის მიზნით; 2) უკრაინის წინააღმდეგ წამახალისებელი გამოსვლებისთვის და 3) ეკლესიაში განხეთქილების პროვოცირებისთვის, კერძოდ, ალექსანდრიის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე “რუსეთის ეკლესიის ეპარქიების” დაარსებით”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია კირილე გუნდიაევის სასწრაფო წესით გასამარტლებას და ტახტიდან გადაყენებას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ეპიფანე მსოფლიო პატრიარქსა და სხვა ადგილობრივ ეკლესიათა მწყემსმთავრებს სპეციალურ წერილს დაუგზავნის.

ბოლო სიახლეები