უკრაინის ავტოკეფალურმა ეკლესიამ სასწრაფო დახმარების ცენტრს ახალი რეანომობილი გამოუყო [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 17 ოქტომბერს, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ აკურთხა მეორე სასწრაფო დახმარების მანქანა (ე.წ. კატასტროფის მანქანა), რომელიც კიევის მეტროპოლიის სოციალური სამსახურის დეპარტამენტის საჭიროებებისათვის იქნა შეძენილი, კიევის ყოველთა წმინდათას სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა ბოგდანის დახმარებით.

ლოცვის დასრულების შემდეგ, უკრაინის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთურმა, უნეტარესმა ეპიფანემ მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების დეპარტამენტის უფროსს რომან ხოლოდოვს და მთელ პერსონალს იმ დახმარებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

პროექტის მიზანია უზრუნველყოს მძიმედ მყოფი პაციენტების უფასო ტრანსპორტირება უკრაინის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, რადგან ყველას არ შეუძლია ამ ძვირადღირებული მომსახურების გადახდა.

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია აგრძელებს მის სოციალურ მსახურებას, რის დროსაც დიდი ოდენობის თანხის გამოყოფა ხდება გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. გარდა ამისა უნეტარესი ეპიფანე გაჭირვებულებს საკუთარი ხელით ურიგებს საკვებს და საყოფაცხოვრებო ნივთებს.

ბოლო სიახლეები