დღეს, 19 იანვარს უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიაში ნათლისღების საუფლო დღესასწაული იზეიმეს.
ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო საღმრთო ლიტურგია და დიდი აიაზმას (იგივე წყლის კურთხევის) მსახურება კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ეპიფანეს ლოცვა-კურთხევით (რომელიც ამჟამად კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება) კიევის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში ვიშგოროდის მთავარეპისკოპოსმა აღაპიტმა აღასრულა.





