უკრაინის ავტოკეფალურმა ეკლესიამ “კიევის საპატრიარქოს” სამი მღვდელმთავარი განკვეთა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2022 წლის 23 მაისს კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ეპიფანეს თავმდჯომარეობით უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მუდმოვმოქმედი წმინდა სინოდის სხდომა მოიწვია. სხვადასხვა საკითხებთან ერთად “კიევის საპატრიარქოს” სამი მღვდელმთავრის საკითხი განიხილა.

წმიდა სინოდმა მოისმინა ბრალდებული სამი მღვდელმთავრის მნიშვნელოვანი კანონიკური დარღვევების შესახებ, რომლებსაც ადრე აკრძალული ჰქონდათ მღვდელმოქმედება. ესენი არიან: მიტროპოლიტი იოასაფი (შიბაევი), ეპისკოპოსი პეტრე (მოსკალიოვი) და ეპისკოპოსი ფილარეტი (პანკუ). კანონიკური დარღვევების გამო წმინდა სინოდმა ისინი დამნაშავედ ცნო და სრულად განკვეთა. წმინდა სინოდის სასამართლოში მომდევნო რიგით სხდომაზე ასევე დაიბარეს საეკლესიო სასჯელის ქვეშ მყოფი არქიმანდრიტი ანდრეი (მარუცაკი) და დეკანოზი ბოგდანი” – ნათვამია წმინდა სინოდის ოქმში.

ზემოაღნიშნული მღვდელმთავრები 2018 წლის 15 დეკემბრამდე ირიცხებოდნენ “კიევის საპატრიარქოს” იერარქიაში. ამის შემდეგ “კიევის საპატრიარქო” გაუქმდა და ყველა მისი მღვდელმთავარი და სასულიერო პირი უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას დაექვემდებარა. მას შემდეგ, რაც კიევის ყოფილმა მიტროპოლიტმა ფილარეტმა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიიდან გასვლა და “კიევის საპატრიარქოს” აღდგენა დააანონსა, სწორედ ზემოაღნიშნული სამი მღვდელმთავარი იყო ის ვინც მას გაყვა. უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მხრიდან მრავალი მოწოდების მუხედავად მღვდელმთავრებმა იოასაფმა, პეტრემ და ფილარეტმა უარი განაცხადეს კანონიკურ სინოდს დაქვემდებარებოდნენ. თავდაპირველად მათ აეკრძალათ მღვდელმოქმედება და საბოლოოდ იქნენ დაბარებული საეკლესიო სასამართლოზე, მაგრამ უარის გამო უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდმა სამივე მათგანი განკვეთა.

ბოლო სიახლეები