უკრაინის რუსული ეკლესიის კიდევ სამი სამრევლო შეუერთდა ვინიცას ეპარქიას

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მას შემდეგ, რაც მსოფლიო საპატრიარქომ კანონიკური გზით უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია გადასცა, უკრაინაში არსებული რუსული ეკლესიის იურისდიქციას მრავალი სამრევლო ტოვებს. ასეთი სამრევლოების ციფრი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო.

სამრევლოების გადასვლის ტემპი გაიზარდა. უკრაინის რუსულ ეკლესიას ყოველდღიურად ტოვებენ სამრევლოები და უკრაინის ავტოკეფალურ (რუსეთისგან დამოუკიდებელ) ეკლესიაში გადადიან.

2022 წლის 8 ივნისს ვინიცის რეგიონის ჟმერინსკის რაიონში სამი სამრევლო შეუერთდა უკრაინის ადგილობრივი მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის ვინიცას ეპარქიას. ვინიცას მიტროპოლიტ სიმეონის მიმართ სამი სამვრელოს სახელით დეკანოზი იაროსლავ დიაჩინა წარსდგა, რომელმაც ოფიციალურად ითხოვა უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაზე დაწვემდებარება.

ბოლო სიახლეები