უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 93 წლის შესრულდა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 2022 წლის 23 იანვარს უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი (დენისენკო) 93 წლის შესრულდა. იგი 1929 წლის 23 იანვარს უკრაინის ამვროსივსკის რაიონის სოფელ ბლაჰოდანტეში დაიბადა.

კიევის ყოფილი მიტროპოლიტი ფილარეტი დღეის მონაცემებით მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარია. მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა 1962 წლის 4 თებერვალს აღესრულა, ხოლო 1966 წლიდან 1992 წლამდე მართავდა უკრაინის რუსულ ეკლესიას. 1992 წელს რუსეთის ეკლესიასთან დაპირისპირების შემდეგ მიტროპოლიტი მოსკოვის საპატრიარქომ ეკლესიიდან განკვეთა, რომელიც მოგვიანებით კიევის საპატრიარქოს შეუერთდა, სადაც 1995 წელს “კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქად” იქნა გამორჩეული.

შეგახსენებთ, რომ კიევის ყოფილი მიტროპოლიტი ფილარეტი მონაწილეობდა რუსეთის ეკლესიის დღევანდელი მეთაურის, პატრიარქ კირილეს ხელდასხმაში. ასევე რუსეთის ეკლესიის მრავალი მაღალი იერარქი მისი ხელდასხმულია.

2018 წლის ოქტომბერში კიევის ყოფილმა მიტროპოლიტმა ფილარეტმა მსოფლიო საპატრიარქოს აპელაციის თხოვნით მიმართა. მსოფლიო საპატრიარქომ დააკმაყოფილა მიტროპოლიტ ფილარეტის თხოვნა, მოხსნა ანათემა და აღადგინა მღვდელმთავრის ხარისხში.

დღეს მიტროპოლიტი ფილარეტი გახლავთ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მოქმედი მღვდელმთავარი. მას უკრაინის ეკლესიის სინოდმა მიანიჭა “საპატიო პატრიარქის” წოდება, ფილარეტი ასევე უკრაინის ეროვნული გმირია.

სემინარიის სტუდენტი მიხეილ დენისენკო
მონაზონი ფილარეტი
იეროდიაკონი ფილარეტი
მღვდელმონაზონი ფილარეტი
არქიმანდრიტი ფილარეტი
ეპისკოპოსი ფილარეტი
მთავარეპისკოპოსი ფილარეტი
მიტროპოლიტი ფილარეტი
“კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქი ფილარეტი”
უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი

ბოლო სიახლეები