უნეტარეს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.
მისი უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შემდგომი მკურნალობისთვის მოთავსებულია კიევის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში.
უფლისმიერ მშვიდობას, მსწრაფლ კურნებასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ უკრაინელი მართლმადიდებელი ერის უნეტარეს მწყემსმთავარს.