უნეტარესი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინელ ხალხს ულოცავს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ოცდაათი წლის იუბილეს.
შეგახსენებთ, 1991 წლის 30 დეკემბერს უკრაინამ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ზუსტად 27 წლის შემდეგ, 2018 წლის დეკემბერში უკრაინაში არსებულმა სამმა საეკლესიო იურისდიქციამ გამაერთიანებელი კრება მოიწვია, სადაც ჩამოყალიბდა უკრაინის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, ოფიციალურად დასრულდა სქიზმა, რასაც 2019 წლის იანვარში უკრაინის ეკლესიისთვის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ავტოკეფალიის მინიჭება და ავტოკეფალიის ტომოსის გადაცემა მოჰყვა.
დღეს უკრაინა სახელმწიფოებრივად და ეკლესიურად დამოუკიდებელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას ამ დრომდე არ უცვნია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და დღემდე აღიარებს უკრაინაში არსებულ რუსეთის ეკლესიას მიტროპლიტ ონოფრეს მეთაურობით.