დღეს, 2021 წლის 2 ნოემბერ, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის ტიტულარული მღვდელმთავარი, შეპეტოვსკის ეპისკოპოსი ადრიანე განაყენა და ჩამოართვა ტიტულარული ეპისკოპოსის წოდება.
ვინაიდან ეპისკოპოსი ადრიანე გახლდათ უნეტარეს ეპიფანეს დამხმარე ეპისკოპოსი, ამ შემთხვევაში მწყემსმთავარმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, თუმცა ბრალდებულ მღვდელმთავარ ადრიანეს საკითხი შესასწავლად გადაეცა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მუდმივმოქმედ წმიდა სინოდს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ეპისკოპოსმა ადრიანემ ნასვამ მდგომარეობაში თავის მეზობლებს სცემა და მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა.