2021 წლის 17 ოქტომბერს კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ეპიფანე ყირიმისა და სიმფერუპოლის მიტროპოლიტ კლიმენტთან, ვიშგოროდის მთავარეპისკოპოს აღაპიტთან და სასულიერო პირებთან ერთად საკვირაო საღმრთო ლიტურგია კიევის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძარში აღვლინა.
ტრადიციისამებრ, მისმა უნეტარესობამ, მიტროპოლიტმა ეპიფანემ პანდემიის დასრულებისთვის მუხლმოდრეკით ლოცვა წარმოთქვა.



















