უფალი იესო ქრისტე მოდის, რათა კაცობრიობა განკურნოს და ბუნებით დაცემის ზემოქმედებისგან გაათავისუფლოს – უნეტარესი ეპიფანე

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2022 წლის 15 იანვარს უნეტარეს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში მოათავსეს. 

მიუხედავად დროებით სნეულებისა, მის უნეტარესობას არ შეუწყვეტია სახარების ჭეშმარიტების ქადაგება. ამჯერად უნეტარესი მიტროპოლიტი ეპიფანე მორწმუნეებს ვრცელი ენციკლიკით მიმართავს და სახარების შესახებ და უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მოსვლის მიზეზებზე ესაუბრება.  

ენციკლიკის დასაწყისში მისი უნეტარესობა განმარტავს სიტყვა “სახარების” მნიშვნელობას და ზაზს უსვამს, რომ ეს სასიხარულო ამბავს ნიშნავს, რომელიც უფლის მოსვლას უკავშირდება და აღნიშნავს: “ამ სასიხარულო ცნობის მთავარი ასპექტი არის ის, რომ ღმრთის ძე არ მოდის მხოლოდ იმისთვის, რომ მოუწოდოს ხალხს სამართლიანობისკენ, მისცეს ახალი მითითებები ან სასწაულები მოახდინოს, ის მოდის, რათა განკურნოს კაცობრიობა თავისი ბუნებით დაცემის ზემოქმედებისგან და გაათავისუფლოს ის ბოროტების მონობისგან. ამას ვერავინ გააკეთებს, რადგან ყველა ადამიანი ცოდვის ძალაუფლების ქვეშაა და სიკვდილის ტყვებობაშია. ეს მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს შეუძლია, როგორც განკაცებულ ძე ღვთისა”, – განაცხადა უნეტარესმა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ.

ბოლო სიახლეები