„ძვირფასო ჟურნალისტებო, მადლობას გიხდით უკრაინისთვის გაწეული სამსახურისთვის” – უკრაინის ეკლესიის მეთაური უნეტარესი ეპიფანე

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავარი, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ეპიფანე ჟურნალისტების საერთაშორისო დღეს ეხმაურება და მედიის წარმომადგენლებს ამ დღეს ულოცავს. 

„ძვირფასო ჟურნალისტებო! თქვენი პროფესიული დღესასწაულის დღეს მადლობას გიხდით განსაკუთრებული სამსახურისთვის – ადამიანებისა და ჭეშმარიტების, შესაბამისად, ღმერთის წინაშე. თქვენ ახლა იცავთ თქვენს, საინფორმაციო ფრონტს და ებრძვით რუსი აგრესორის სიცრუესა და ბოდვას, ამხელთ მის ანტიადამიანურ დანაშაულებს და აჩვენებთ მათ მთელ მსოფლიოს” – განაცხადა მისმა უნეტარესობამ.

“ყოვლადმოწყალე უფალმა დაგიფაროთ და დაგლოცოთ ყველა კეთილი საქმისთვის.
კეთილი სიტყვებით და გულწრფელი ლოცვით გავიხსენოთ ის ჟურნალისტები, რომლებმაც გადაიხადეს მაღალი ფასი, გაწირეს სიცოცხლე სიმართლისთვის, თავისუფლებისთვის, ინფორმაციის თავისუფლად გადაცემის უფლებისთვის. ისინი თავიანთი მოქმედებით განაგრძობენ ჩვენს შორის ცხოვრებას აქ, უკრაინაში, რომელიც მოსკოვის ტირანის ყველა გეგმის მიუხედავად, არ დანებდა, არ დანებებულა, არ დაშორდა და მამაცურად, მთელი თავისი ძალებით, ეწინააღმდეგება აგრესორს. დიდება იესო ქრისტეს!“ – დასიძინა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.

ბოლო სიახლეები