პატრიარქ კირილეს კრახი ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიასთან მიმართებაში

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 8 დეკემბერს ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის პრორუსული სამღვდელოება რუსეთის ეკლესიის მიერ 1951 წლის 8 დეკემბერს ანტიკანონიკური გზით გადაცემული ავტოკეფალიის იუბილეს აღნიშვნას გეგმავდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე სლოვაკეთში გეგმავდა ჩასვლას, სადაც ჩეხეთისა და სლოვაკეთის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურთან, უნეტარეს მიტროპოლიტ როსტისლავთან ერთად უნდა მიეღო მონაწოლეობა საიუბლიეო ღონისძიებაში.

შეგახსენებთ ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი ეკლესია (აწ უკვე ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია) მსოფლიო საპატრიარქოს ერთ-ერთი ეპარქია იყო, რომელმაც 1923 წელს მსოფლიო საყდრისგან ავტონომიის დამადასტურებელი საპატრიარქო და სინოდური ტომოსი მიიღო. მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკია საბჭოურმა ჯარმა დაიკავა, 1946 წლის 14 იანვარს რუსეთის ეკლესია ოფიციალურად შეიჭრა მსოფლიო საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე და ანტიკანონიკურად დააარსა ჩეხოსლოვაკიის საპატრიარქო საეგზარქოსო. მიზეზი არა მარტო ადგილობრივი ავტონომური ეკლესიის გაუქმება იყო, არამედ ყველა არსებული იურისდიქციის მასზე უკანონო დაქვემდებარება. საპატრიარქო საეგზარქოსოს თავმჯდომარედ კი როსტოვის მთავარეპისკოპოსი ელევთერი დანიშნეს (1946-1951). რუსეთის ეკლესიის საეგზარქოსოს პოლიტიკურ მხარდაჭერას ანხორციელებდა სტალინის უშუალო მრჩეველი გ. კარპოვი, რომელიც 1946 წლის ივლისში სპეციალური ვიზიტით ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტ ე. ბენესსა და მთავრობის წარმოამდგენლებს შეხვდა, სადაც ამ საკითხზე შედგა საუბარი. ზეწოლებისა და მუქარის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის კანონიკური მთავარეპისკოპოსი საბატი იძულებული გახდა გადამდგარიყო. 1948 წლის 14 მაისს  რუსეთის ეკლესიის ეგზარქოსი, მთავარეპისკოპოსი ელევთერი დააწინაურეს და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭეს. საბჭოთა კავშირს საკუთარი მიზნები გააჩნდა ჩეხოსლოვაკიაში მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზების შესახებ, რომელსაც კარპატის რუსები და მართლმადიდებელი სერბები წინააღმდეგობას უწევდნენ. ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეპარქიებისთვის ახალი ეპისკოპოსების კურთხევა გადაწყდა, რაც ხელს შეუწყობდა მოსკოვის საპატრიარქოს მიერ მიერ ჩეხოსლოვაკიის ეკლესიაზე ანტიკანონიკური ავტოკეფალიის გადაცემას. 1951 წლის 8 დეკემბერს მოხდა მიტროპოლიტ „ავტოკეფალურ“ სამიტროპოლიტო ტახტზე აღსაყდრება. რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკურ ქმედებებს არ სცნობდა ადგილობრივ ეკლესიათა უმრავლესობა, რომლებიც ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიას ჯერ კიდევ მსოფლიო საპატრიარქოზე დაქვემდებარებულ ავტონომიურ ეკლესიად აღიარებდა. ამიტომ 1998 წელს პრაღის მთავარეპისკოპოსი დოროთე წარდგა მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის წინაშე და შესაბამისი განმარტებებისა და თხოვნის საფუძველზე, იგივე წლის 3 სექტემბერს მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდმა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიას გადასცა ავტოკეფალიის საპატრიარქო და სინოდური ტომოსი (სიგელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასულ წელს, როდესაც მსოფლიო საპატრიარქომ შეიტყო, რომ ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია რუსეთის ეკლესიის მიერ ანტიკანონიკურად გადაცემული ავტოკეფალიის 70 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიებებს გეგმავდა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ამავე ეკლესიის მეთურთან გაგზავნილ წერილში, აღნიშნა, რომ რადგანაც ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია არ სცნობს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გადაცემულ ავტოკეფალიას და პრიორიტეტს რუსეთის ეკლესიის მიერ ანტიკანონიკური გზით გადაცემულ ავტოკეფალიას ანიჭებს, მიიღებს სინოდურ გადაწყვეტილებას გააუქმოს და უკან წაიღოს მის მიერ გაცემული ავტოკეფალია. მსოფლიო საპატრიარქოს ამ გაფრთხილებამ ძალზეც დააფიქრა და შეაშინა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია და მისი მეთური უნეტარესი როსტისლავი, რის გამოც ყველანაირი ღონისძიება გააუქმა, რომელიც 2021 წლის 8 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, სადაც საპატიო სტუმარი მოსკოვის პატრიარქი კირილე იქნებოდა. რა თქმა უნდა რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა ეს ღონისძიებები ჩატარებულიყო, მაგრამ ეს მცდელობები კრახით დასრულდა.

ბოლო სიახლეები