წმ. სერგი რადონეჟელის მიცვალების დღეს რუსეთის პატრიარქმა წირვა აღავლინა [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 8 ოქტომბერს (ახ.სტ.), ღირსი სერგი რადონეჟელი იღუმენისა და საკვირველთმოქმედის მიცვალების დღეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია, მარტომ, სამღვდელოებისა და მრევლის გარეშე აღავლინა პერედელკინოს მახლობლად მდებარე სკიტის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში.

ღირსი სერგი, რადონეჟელი იღუმენი, საკვირველთმოქმედი მოღვაწეობდა მეთოთხმეტე საუკუნეში. ღმრთივმიიცვალა 1392 წლის ძვ.ს. 25 სექტემბერს (ახ.სტ. 8 ოქტომბერი). შეგვეწის ღირსი მამის წმიდა ლოცვები.

ბოლო სიახლეები