ჩვენს შესახებ:

ვებ-გვერდი “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” შეიქმნა და ფუნქციონირებს მსოფლიო საეკლესიო ინფორმაციულ სიახლეთა ბაზის აქტუალური და საინტერესო მასალების ქართულენოვანი დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით. ასევე, საეკლესიო შემეცნებითი და საგანმანათლებლო მასალების განთავსებისა და გავრცელებისთვის. შევნიშნავთ, რომ ჩვენს ვებ-გვერდს ანალოგი არ გააჩნია ქართულ სივრცესა და რეალობაში. ვებ-გვერდი არცერთი უწყებისა თუ პირის ინტერესებს გამოხატავს, არამედ არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და დაინტერესებულია საეკლესიო ინფორმაციული სიახლეების ობიექტური და ადეკვატური გავრცელებით, რაც მრავალ ასპექტს შორის, ასევე მოიცავს არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციების გვერდზე მხოლოდ ერთადერთი მიზნით განთავსებას – პრევენციის მიზნით სათანადო უწყებისა თუ პირთა მხრიდან საზოგადოების წინაშე დროულად გაკეთდეს განცხადება – დადასტურება ან უარყოფა. ჩვენს ვებ-გვერდს მართავს კომპეტენტურ პირთა გუნდი. ვებ-გვერდი არის მომხმარებლის კონსტრუქციული აზრის დაფიქსირებისათვის თავისუფალი. გაგებით მოვეკიდებით ქრისტესმიერი სიყვარულით განმსჭვალულ, საქმიან და შინაარსიან შენიშვნებს.

პატივისცემით,
ვებ-გვერდის ადმინისტრაცია