2021 წლის 7 ოქტომბერს, რომის კოლიზეუმის ეზოში, მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისათვის ილოცეს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა და რომის პაპმა ფრანცისკემ.
ეს ინიციატივა არის ნაწილი რელიგიებისა და კულტურების შეხვედრისა, რომელიც რომში მოეწყო Sant’ Egidio-ს კათოლიკური საზოგადოების მიერ. ცერემონიას ასევე ესწრებოდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც სტუმრად იმყოფება რომში.
ღონისძიების დასასრულს, მსოფლიო პატრიარქმა პაპის მანქანაში ჩაჯდა და ისინი ერთად წავიდნენ.


