“თქვენ სახარების სწავლება დაამახინჯეთ” – მიტროპოლიტი იოანე რუსეთის პატრიარქს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

რუსეთის ეკლესიის დუბნას მიტროპოლიტმა იოანე დუბნელმა (დასავლეთ ევროპის სლავური დიასპორების ხელმძღვანელი) ღია წერილი გაუგზავნა მოსკოვის პატრიარქ კირილეს:

“თქვენო უწმინდესობავ,

ამ ბნელ დღეებში, როცა შუა ევროპაში ომი მძვინვარებს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, ნება მომეცით გადმოგცეთ მთელი სამთავარეპისკოპოსოს აღშფოთება და ჩვენი სრული სოლიდარობა ამ კონფლიქტის მსხვერპლთა მიმართ.

ამ ძალადობრივი თავდასხმის შედეგად მთელ მსოფლიოში გაჩენილმა უბედურებამ და არეულობამ არ დაინდო დასავლეთ ევროპის მართლმადიდებლური საზოგადოება და განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის რუსული ტრადიციის მართლმადიდებლური სამრევლოების სამთავარეპისკოპოსო, რომელიც აერთიანებს ყველა წარმოშობის მორწმუნეს. ამგვარად შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის ჩვენს ერთიანობას. ჩვენი მორწმუნეები ელიან, რომ მათი მწყემსები, როგორც ეკლესიის ხმა, აიმაღლებენ ხმას და სახარებისეულ მშვიდობას იქადაგებენ. 

ჩვენ ემოციით მივიღეთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრების მიერ თქვენი მისამართით გამოგზავნილი წერილი, რომლებმაც თქვენ მოგთხოვთ ჩაერიოთ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელისუფლებაში, რათა ეს სისხლისღვრა შეწყდეს.

ჩვენი სამთავარეპისკოპოსოს ყველა მორწმუნეების სახელით, მოგმართავთ, რომ ხმა აიმაღლოთ, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავარმა ამ ამაზრზენი და უაზრო ომის წინააღმდეგ და იშუამდგომლოგ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს მკვლელი კონფლიქტი, რომელიც ბოლო დრომდე წარმოუდგენელი ჩანდა ორ ხალხსა და ორ ერს შორის, რომლებიც გაერთიანებულია მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და მათი საერთო რწმენით ქრისტესადმი.

თქვენო უწმინდესობავ, 6 მარტს ქრისტეს მაცხოვრის საპატრიარქო ტაძარში წარმოთქმული შენდობისთვის „ქადაგება“, სადაც აღნიშნეს, რომ ამ სასტიკი და მკვლელი აგრესიის ომს ამართლებთ, როგორც „მეტაფიზიკურ ბრძოლას“ უფლის სახელით.

მთელი იმ პატივისცემით, რომელიც გეკუთვნით და რომელსაც მე არ ვშორდები, მაგრამ ასევე უსაზღვრო ტკივილით, უნდა მოგახსენოთ, რომ სახარების ასეთი წაკითხვა არ შემიძლია მივიღო.

თქვენო უწმინდესობავ, თავმდაბლად, დამძიმებული გულით, გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რათა დასრულდეს ეს საშინელი ომი, რომელიც ყოფს მსოფლიოს და თესავს სიკვდილსა და ნგრევას.

† დუბნის მიტროპოლიტი იოანე,

დასავლეთ ევროპის რუსული ტრადიციის მართლმადიდებლური ეკლესიების მთავარეპისკოპოსი”.

ბოლო სიახლეები