მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

სიახლეები

აფრიკაში ნათლისღების დღესასწაულზე ოთხმოცი ნათლობა და ორი ჯვრისწერა ჩატარდა [ფოტო]
ალექსანდრიის ეკლესია

აფრიკაში ნათლისღების დღესასწაულზე ოთხმოცი ნათლობა და ორი ჯვრისწერა ჩატარდა [ფოტო]

რთული პირობების მიუხედავად, რასაც აფრიკაში განიცდიან, რომელსაც პანდემია კიდევ უფრო ართულებს, აფრიკაში ალექსანდრიის საპატრიარქოს სასულიერო პირები და მოხალისეები აგრძელებენ მისიონერულ მოღვაწეობას. გუშინ, 2021 წლის 19 იანვარს, ძველი სტილით ნათლისღების საუფლო დღესასწაულზე და აგრეთვე, როდესაც ეკლესია პატივს მიაგებს წმიდა მარკოზ ევგენიკოსის ხსენებას, საღმრთო ლიტურგია აღესრულა კიმიულის წმიდა მარკოზ ევგენიკოსის სახელობის ტაძარში, რომელიც მდებარეობს ტანზანიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სერუას პროვინციაში, ბუკომბის ეპარქიაში. ტაძარში, რომელიც ნახევრად დასრულებულია მხოლოდ აგურით, კარებისა და ფანჯრების გარეშე თორმეტმა მღვდელმა, საღმრთო ლიტურგიის განსრულების შემდგომ ოთხმოცი ნათლობა და ორი ჯვრისწერა აღასრულა. ...
სმირნაში სლავმა მრევლმა ნათლისღება ძველი სტილით იზეიმა [ფოტო]
კონსტანტინეპოლის ეკლესია

სმირნაში სლავმა მრევლმა ნათლისღება ძველი სტილით იზეიმა [ფოტო]

2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით, ნათლისღების საუფლო დღესასწაული აღნიშნა მსოფლიო საპატრიარქოს სმირნის მიტროპოლიის სლავურ სამრევლოში. საზეიმო საღმრთო ლიტურგია და დიდი აიაზმა საეკლესიო სლავურ ენაზე აღასრულა არქიმანდრიტმა ვიქტორმა (კოპუშჩიუ). ღმრთისმსახურებას ტაძარში ხოროსტასიის გზით დაესწრო სმირნის მიტროპოლიტი ბართლომეოსი. ...
ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელდპიდოფოროსი მიწვეულია აშშ-ს პრეზიდენტის საინაუგურაციო ლოცვაზე
კონსტანტინეპოლის ეკლესია

ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელდპიდოფოროსი მიწვეულია აშშ-ს პრეზიდენტის საინაუგურაციო ლოცვაზე

მსოფლიო საპატრიარქოს ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი მიწვეულია აშშ-ს პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის საინაუგურაციო ლოცვაზე, რომელიც ონლაინრეჟიმში გაიმართება. მსახურება ჩატარდება ხუთშაბათს, 21 იანვარს, აშშ-ს დროით დილის 10:00 საათზე. შემდეგ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეუერთდება ვირტუალურ ღონისძიებას, რომელსაც ვაშინგტონის ეროვნული საკათედრო ტაძარი უმასპინძლებს, საიდანაც მსახურება პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა. ამერიკელი მოსახლეობის უსაფრთხოების გამო, არსებული ღონისძიება ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება. ამ ლოცვით ღონისძიებაზე ამერიკის მართლმადიდებელი მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი წარმოადგენს აშშ-ს მართლმადიდებელ საქრისტიანოსა და აღავლენს ლოცვას შეერთებული შტატების მორწმუნეების სახელით. აღნიშნულ ღონისძიებაში მისი მონაწილეობის შესახებ მთავარეპისკოპოსმა განაცხადა: “ჩემთვის განსაკუთ...
რუსეთის ეკლესიის მორიგი შემოჭრა და უკანონო მღვდელმსახურება ცხინვალში
რუსეთის ეკლესია, საქართველოს ეკლესია

რუსეთის ეკლესიის მორიგი შემოჭრა და უკანონო მღვდელმსახურება ცხინვალში

2021 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, რუსეთის ეკლესია კვლავ შემოიჭრა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე - ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიაში, სადაც აღასრულა უკანონო მღვდელმოქმედება. მას შემდგომ, რაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის სასულიერო პირმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა უკანონოდ და თვითნებურად აღასრულა საღმრთო ლიტურგია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიაში, კერძოდ ქალაქ ცხინვალში, აღნიშნული ფაქტის საპასუხოდ, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ოფიციალური საპროტესტო წერილი მისწე...
მიტროპოლიტი გიორგი – ბიოგრაფიული ცნობები განათლების შესახებ
საქართველოს ეკლესია

მიტროპოლიტი გიორგი – ბიოგრაფიული ცნობები განათლების შესახებ

ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე) ღვთისმეტყველების დოქტორი ბიოგრაფიული ცნობები განათლების შესახებ: დაამთავრა ბაღდათის რაიონის (ამჟამად მუნიციპალიტეტი) სოფელ ფერსათის საშუალო სკოლა. ჩაირიცხა ლენინგრადის (ამჟამად სანკტ-პეტერბურგი) სასულიერო სემინარიაში, ხოლო შემდგომ ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაასრულა 1971 წელს. მიენიჭა ღვთისმეტყველების დოქტორის აკადემიური ხარისხი. მეოცე საუკუნის 70-იანი წლების პირველ ნახევარში იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პედაგოგი. 1978 წლის 16 მარტიდან იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი. 1990 წელს, როდესაც აღდგა გელათის სასულიერო აკადემია, ეპისკოპოსი (ამჟამად მიტროპოლიტი) გიორგი დაინიშნა აღნიშნული უმაღლესი სასულიერო სასწავლებლის აღდგენის შემდგომ პირველივე სასწავლო წელს ერთ-ერთ პირველ ლექტორა...
პუტინმა განბანვის ტრადიციაში მონაწილეობა მიიღო
სიახლეები

პუტინმა განბანვის ტრადიციაში მონაწილეობა მიიღო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მრავალწლოვანი ტრადიცია არც წელს დაარღვია და მოსკოვის მახლობლად ერთ-ერთ მონასტერში მოწყობილ ხელოვნურ ემბაზში ჩავიდა და განიბანა.
გელათის ტაძარში ერთდროულად წვიმს და თოვს
საქართველოს ეკლესია

გელათის ტაძარში ერთდროულად წვიმს და თოვს

გელათის საპატრიარქო ტაძარში წვიმის წყალი კვლავ ჩადის და უძველეს ფრესკებს აზიანებს, დროებით სახურავი ქარმა კვლავ მოშალა რაც წყლის ჩადინებას ტაძარში ხელს უწყობს.
ნათლისღების საუფლო დღესასწაული ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში [ფოტო]
საქართველოს ეკლესია

ნათლისღების საუფლო დღესასწაული ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში [ფოტო]

2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით, ღმრთის განცხადების - უფლის ნათლისღების დღესასწაული იზეიმეს ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში. საღმრთო ლიტურგიის განსრულების შემდგომ, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა, სამღვდელო დასთან ერთად, საზეიმო ლიტანიობით, აიაზმის სხურებით აკურთხა ვანის ქუჩები. მიტროპოლიტმა ანტონმა ასევე აკურთხა მდინარე სულორი, რომელშიც ტრადიციული განბანვა შესრულდა. ...
ნათლისღების საუფლო დღესასწაული ათონის მთის ხილანდარის მონასტერში [ფოტო]
კონსტანტინეპოლის ეკლესია

ნათლისღების საუფლო დღესასწაული ათონის მთის ხილანდარის მონასტერში [ფოტო]

2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით, ნათლისღების საუფლო დღესასწაული იზეიმეს ათონის წმიდა მთის ხილანდარის მონასტერში. საღმრთო ლიტურგია და დიდი აიაზმა აღასრულა მონასტრის წინამძღვარმა საძმოს წევრებთან ერთად.
ნათლისღების საუფლო დღესასწაული ქუთაის-გაენათის ეპარქიაში [ფოტო]
საქართველოს ეკლესია

ნათლისღების საუფლო დღესასწაული ქუთაის-გაენათის ეპარქიაში [ფოტო]

2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით ღმრთის განცხადების – უფლის ნათლისღების დღესასწაულზე, გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოში – ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია და დიდი აიაზმის კურთხევა აღასრულა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ. მიტროპოლიტმა იოანემ დღესვე ქუთაისში აკურთხა მდინარე რიონი. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ეპოქის შემდგომ, ნათლისღების საუფლო დღესასწაულზე, ქ. ქუთაისში მდინარე რიონის კურთხევის ტრადიცია აღადგინა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ, რომელმაც მრავალგზის აღასრულა მდინარე რიონის კურთხევა დიდი აიაზმის წესით. მეორე წელია, რაც აღნიშნულ ტრადიციას აგრძელებს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე. ფოტოები ფეისბუქ-გვერდიდან “ქუთაისი Kutaisi“ ...