მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

კონსტანტინეპოლის ეკლესია

სმირნაში სლავმა მრევლმა ნათლისღება ძველი სტილით იზეიმა [ფოტო]
კონსტანტინეპოლის ეკლესია

სმირნაში სლავმა მრევლმა ნათლისღება ძველი სტილით იზეიმა [ფოტო]

2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით, ნათლისღების საუფლო დღესასწაული აღნიშნა მსოფლიო საპატრიარქოს სმირნის მიტროპოლიის სლავურ სამრევლოში. საზეიმო საღმრთო ლიტურგია და დიდი აიაზმა საეკლესიო სლავურ ენაზე აღასრულა არქიმანდრიტმა ვიქტორმა (კოპუშჩიუ). ღმრთისმსახურებას ტაძარში ხოროსტასიის გზით დაესწრო სმირნის მიტროპოლიტი ბართლომეოსი. ...
ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელდპიდოფოროსი მიწვეულია აშშ-ს პრეზიდენტის საინაუგურაციო ლოცვაზე
კონსტანტინეპოლის ეკლესია

ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელდპიდოფოროსი მიწვეულია აშშ-ს პრეზიდენტის საინაუგურაციო ლოცვაზე

მსოფლიო საპატრიარქოს ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი მიწვეულია აშშ-ს პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის საინაუგურაციო ლოცვაზე, რომელიც ონლაინრეჟიმში გაიმართება. მსახურება ჩატარდება ხუთშაბათს, 21 იანვარს, აშშ-ს დროით დილის 10:00 საათზე. შემდეგ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეუერთდება ვირტუალურ ღონისძიებას, რომელსაც ვაშინგტონის ეროვნული საკათედრო ტაძარი უმასპინძლებს, საიდანაც მსახურება პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა. ამერიკელი მოსახლეობის უსაფრთხოების გამო, არსებული ღონისძიება ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება. ამ ლოცვით ღონისძიებაზე ამერიკის მართლმადიდებელი მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი წარმოადგენს აშშ-ს მართლმადიდებელ საქრისტიანოსა და აღავლენს ლოცვას შეერთებული შტატების მორწმუნეების სახელით. აღნიშნულ ღონისძიებაში მისი მონაწილეობის შესახებ მთავარეპისკოპოსმა განაცხადა: “ჩემთვის განსაკუთ...
ნათლისღების საუფლო დღესასწაული ათონის მთის ხილანდარის მონასტერში [ფოტო]
კონსტანტინეპოლის ეკლესია

ნათლისღების საუფლო დღესასწაული ათონის მთის ხილანდარის მონასტერში [ფოტო]

2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით, ნათლისღების საუფლო დღესასწაული იზეიმეს ათონის წმიდა მთის ხილანდარის მონასტერში. საღმრთო ლიტურგია და დიდი აიაზმა აღასრულა მონასტრის წინამძღვარმა საძმოს წევრებთან ერთად.
მსოფლიო საპატრიარქოში ნათლისღება ძველი სტილითაც აღნიშნეს [ვიდეო]
კონსტანტინეპოლის ეკლესია

მსოფლიო საპატრიარქოში ნათლისღება ძველი სტილითაც აღნიშნეს [ვიდეო]

დღეს, 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით ნათლისღების საუფლო დღესასწაული აღნიშნეს მსოფლიო საპატრიარქოში (ვიდეო იხილეთ აქ). მოგეხსენებათ მსოფლიო საპატრიარქო იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით 6 იანვარს აღნიშნავს ნათლისღების საუფლო დღესასწაულს, მაგრამ რადგან მსოფლიო საყდარს გააჩნია სამრევლოები, რომლის წევრები ძირითადად უცხოეთში მცხოვრები ქართველების, რუსებისა და უკრაინელების გარკვეული ნაწილი არის, მისმა ყოვლადუწმინდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ძველი სტილითაც აღნიშნა ნათლისღების დღესასწაული და აღასრულა დიდი აიაზმა.  სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღესრულა ტირიგლიის (ბურსას) წმიდა ბასილი დიდის სახელობის ტაძარში. წირვის შემდგომ, მსოფლიო პატრიარქმა მარმარილოს ზღვა აკურთხა (ვიდეო იხილეთ აქ) .  ...
მსოფლიო საპატრიარქოში წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის ხსენება აღნიშნეს
კონსტანტინეპოლის ეკლესია

მსოფლიო საპატრიარქოში წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის ხსენება აღნიშნეს

დღეს, 18 იანვარს შესწორებული კალენდრის თანახმად კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენებასთან დაკავშირებით სტამბულის წმინდა გიროგის საპატრიარქო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღესრულა. მსახურებას დაესწრო მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსის და სასულიერო დადის წევრნი. მომდევნო ორშაბათს, 25 იანვარს ამავე ტაძარში აღესრულება ესპანეთისა და პორტუგალიის ახლადგამორჩეული მიტროპოლიტ ბესარიონის ხელდასხმა. ...
საფრანგეთში წმიდა ნინოს ხსენების დღე აღნიშნეს [ფოტო]
კონსტანტინეპოლის ეკლესია

საფრანგეთში წმიდა ნინოს ხსენების დღე აღნიშნეს [ფოტო]

2021 წლის 14 იანვარს, იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით, საფრანგეთში აღნიშნეს წმიდა მოციქულთასწორ ნინოს, ქართველთა განმანათლებლის ხსენება.  საზეიმო ღვთისმსახურება მსოფლიო საპატრიარქოს საფრანგეთის მიტროპოლიტის ქორეპისკოპოსმა, მელიტინის ეპისკოპოსმა მაქსიმემ აღავლინა პარიზის წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ტაძარში, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაშია. პარიზის წმიდა ნინოს სახელობის ქართული ტაძარი 1929 წელს დაარსდა ქართველი ემიგრაციის მიერ, რომელიც საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდგომ გაემგზავრა სამშობლოდან. ...
კორონავირუსით გარდაიცვალა ათონის მთის ერთ-ერთი უხუცესი მღვდელმონაზონი
კონსტანტინეპოლის ეკლესია

კორონავირუსით გარდაიცვალა ათონის მთის ერთ-ერთი უხუცესი მღვდელმონაზონი

2021 წლის 17 იანვარს კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა ათონის წმიდა მთის წმიდა დიონისეს სახელობის მონასტრის მღვდელმონაზონი სვიმეონი. მამა სვიმეონი მღვდლად აკურთხა იგი წმიდა კალინიკე ედესელმა. მღვდელმონაზონი სვიმეონი ათონის წმიდა მთაზე მოღვაწეობდა სამოცი წლის განმავლობაში.  შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვებ-გვერდმა "მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა" გამოაქვეყნა სამწუხარო ამბავი, ათონის მთის წმიდა დიონისეს მონასტერში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.  ...
კორონავირუსით თესალონიკში გარდაიცვალა მსოფლიო საპატრიარქოს მთავარმგალობელი
კონსტანტინეპოლის ეკლესია

კორონავირუსით თესალონიკში გარდაიცვალა მსოფლიო საპატრიარქოს მთავარმგალობელი

2021 წლის 11 იანვარს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად, ოთხმოცდათხუთმეტი წლის ასაკში ღვთივმიიცვალა თესალონიკში მოღვაწე მსოფლიო საპატრიარქოს მთავარმგალობელი ხარილაოს ტალიადოროსი. იგი სამოცი წლის განმავლობაში გალობდა ეკლესიაში. მას უწოდებდნენ "ბიზანტიური გალობის მეფეს". ხარილაოს ტალიადოროსი იყო თესალონიკის წმიდა სამიტროპოლიტოს უხუცესი მგალობელი. უფალმა მართალთა თანა განუსვენოს. ...
სერბეთის პრეზიდენტი შობას ათონის წმიდა მთაზე შეხვდა [ფოტო]
კონსტანტინეპოლის ეკლესია, სიახლეები

სერბეთის პრეზიდენტი შობას ათონის წმიდა მთაზე შეხვდა [ფოტო]

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი ქრისტეს შობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ათონის წმიდა მთის ხილანდარის მონასტერში დაესწრო. ათონის მთაზე მომლოცველთა მიღება მკაცრად შეზღუდულია. პრეზიდენტს წმიდა მთაზე ასვლამდე კორონავირუსულ ინფექციაზე ტესტი ჩაუტარეს, რომლის უარყოფითი პასუხის დადასტურების შემდეგ მას მონასტერში შესვლის უფლება მიეცა. ...