მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

ალექსანდრიის ეკლესია

აფრიკაში ნათლისღების დღესასწაულზე ოთხმოცი ნათლობა და ორი ჯვრისწერა ჩატარდა [ფოტო]
ალექსანდრიის ეკლესია

აფრიკაში ნათლისღების დღესასწაულზე ოთხმოცი ნათლობა და ორი ჯვრისწერა ჩატარდა [ფოტო]

რთული პირობების მიუხედავად, რასაც აფრიკაში განიცდიან, რომელსაც პანდემია კიდევ უფრო ართულებს, აფრიკაში ალექსანდრიის საპატრიარქოს სასულიერო პირები და მოხალისეები აგრძელებენ მისიონერულ მოღვაწეობას. გუშინ, 2021 წლის 19 იანვარს, ძველი სტილით ნათლისღების საუფლო დღესასწაულზე და აგრეთვე, როდესაც ეკლესია პატივს მიაგებს წმიდა მარკოზ ევგენიკოსის ხსენებას, საღმრთო ლიტურგია აღესრულა კიმიულის წმიდა მარკოზ ევგენიკოსის სახელობის ტაძარში, რომელიც მდებარეობს ტანზანიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სერუას პროვინციაში, ბუკომბის ეპარქიაში. ტაძარში, რომელიც ნახევრად დასრულებულია მხოლოდ აგურით, კარებისა და ფანჯრების გარეშე თორმეტმა მღვდელმა, საღმრთო ლიტურგიის განსრულების შემდგომ ოთხმოცი ნათლობა და ორი ჯვრისწერა აღასრულა. ...
“ლოცვითა და მოთმინებით შევყურებთ ექიმებსა და  ვაქცინას”- მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი
ალექსანდრიის ეკლესია

“ლოცვითა და მოთმინებით შევყურებთ ექიმებსა და ვაქცინას”- მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი

ალექსანდრიის საპატრიარქოს მღვდელმთავარმა, ზიმბაბვეს მიტროპოლტიმა ქრიზოსტომოსმა ერთ-ერთ ტელეარხზე ისაუბრა ჯანმრთელობის კრიზისსა და მოზამბიკში მოქმედი ჯანდაცვის სისტემის შესახებ და აღნიშნა, რომ გასულ 2020 წელს, მარტიდან ოქტომბრამდე ტაძრები დაკეტილი იყო. ჟურნალისტის კითხვაზე წმიდა ზიარების შესახებ, მეუფე ქრიზოსტომოსმა ხაზი გაუსვა, რომ ის /ზიარება/ ჩვეულებრივად გაგრძელდება, თუ გვჯერა, რომ ქრისტეს ხორცსა და სისხლს ვიღებთ. საუბრის ბოლოს, ზიმბაბვეს მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა გაიხსენა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მოსაზრება, რომ "საფრთხეშია არა რწმენა, არამედ მორწმუნეები" და ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსი რწმენას ვერ ურყევს ჭეშმარიტ მორწმუნეებს, არამედ უარყოფითად მოქმედებს მათზე, ვისაც ნელთბილი რწმენა აქვთ. ...
ნათლისღების დღესასწაული ალექსანდრიის საპატრიარქოში [ფოტო]
ალექსანდრიის ეკლესია

ნათლისღების დღესასწაული ალექსანდრიის საპატრიარქოში [ფოტო]

დღეს, შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 იანვარს, ალექსანდრიის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების, ღმრთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით მისმა ღვთაებრვიმა უნეტარესობამ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრაირქმა თეოდორე მეორემ სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია და წყლის დიდი აიაზმის წესით კურთხევა აღასრულა.  ...
წელს აფრიკაში მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არ შესრულდება
ალექსანდრიის ეკლესია

წელს აფრიკაში მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არ შესრულდება

წელს, უფლის ნათლისღების დღესასწაულზე, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარესი პაპი და პატრიარქი თეოდორე მეორე წმიდა ჯვარს არ ჩაუშვებს ხმელთაშუა ზღვაში. ალექსანდრიის პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო მიიღო, რადგან ეგვიპტესა და ქალაქ ალექსანდრიაში შემთხვევები იზრდება. წელს პირველად არ აღსრულდება ხსენებული წესი მას შემდეგ, რაც ეს ტრადიცია არსებობს ალექსანდრიის საპატრიარქოში. ამრიგად, 2021 წელს ალექსანდრიის საპატრიარქო და ქალაქ ალექსანდრიაში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები სრულიად განსხვავებულად იდღესასწაულებენ ნათლისღების დღესასწაულს. ...
ახალი წელი ალექსანდრიის საპატრიარქოში [ფოტო]
ალექსანდრიის ეკლესია

ახალი წელი ალექსანდრიის საპატრიარქოში [ფოტო]

2021 წლის 1 იანვარს მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ სამადლობელი ღვთისმსახურება აღავლინა ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით. სამადლობელ მსახურებაში მონაწილეობდნენ ალექსანდრიის საპატრიარქოს მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები. სპეციალურად ბერძნული ენიდან თარგმნა “მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა”. ...
ალექსანდრიის პატრიარქი: „2021 წელს მოაქვს პანდემიისგან განთავისუფლებული სამყარო“
ალექსანდრიის ეკლესია

ალექსანდრიის პატრიარქი: „2021 წელს მოაქვს პანდემიისგან განთავისუფლებული სამყარო“

2020 წლის 31 დეკემბერს მისმა ღვთაებრიბმა უნეტარესობამ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში უმასპინძლა სტუმრებს, სადაც მათ ახალი წლის დადგომა მიულოც. პატრიარქმა მადლობა გადაუხადა დამსწრეებს და კეთილი სურვილები უსურვა. მისი უნეტარესობა ასევე შეეხო პანდემიის საკითხს და აღნიშნა: „ეს დიდი უბედურება, რომელიც კაცობრიობას ტანჯავს, მთელი ჩემი გულით გისურვებთ, სულ რამდენიმე საათში, როდესც ახალ 2021 წელში შევალთ, გახდეს წარსული“. აქვე დაამატა: „დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინაციით ნელ-ნელა ყველაფერი ჩაივლის, რადგან სიცოცხლე არ სრულდება. სიცოცხლე არის მდინარე, რომელიც ჩქეფს. სიცოცხლე არის სინათლე, რომელსაც გსურს, რომ უყურო. სიცოცხლე არის მზე, რომელიც გათბობს და გსურს გაგათბოს, რადგან არ გვიყვარს სიკვდილის სიცივე. ჩემი სურვილი და იმედია ახალ...
ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორემ საშობაო ღვთისმსახურება აღავლინა [ფოტო & ვიდეო]
ალექსანდრიის ეკლესია

ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორემ საშობაო ღვთისმსახურება აღავლინა [ფოტო & ვიდეო]

ქრისტეს შობის უდიდეს დღესასწაულთან დაკავშირებით, კაიროს წმიდა ნიკოლოზის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ, ალექსანდრიის საპატრიარქოს წმიდა სინოდის წევრთან ერთად სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა. ვიდეო: https://www.facebook.com/watch/live/?v=230969695256798&ref=watch_permalink ...
ათი მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს
ალბანეთის ეკლესია, ალექსანდრიის ეკლესია, ამერიკისა და კანადის ეკლესია, ანტიოქიის ეკლესია, ბულგარეთის ეკლესია, კონსტანტინეპოლის ეკლესია, რუმინეთის ეკლესია, საბერძნეთის ეკლესია, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია

ათი მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს

იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით 25 დეკემბერს ქრისტეს შობას აღნიშნავს ათი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო, ალექსანდრიის საპატრიარქო, ანტიოქიის საპატრიარქო, რუმინეთის საპატრიარქო, ბულგარეთის საპატრიარქო, კვიპროსის ეკლესია, ელადის (საბერძნეთი) ეკლესია, ალბანეთის ეკლესია, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია, ამერიკისა და კანადის ეკლესია. ვებ-გვერდი "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ულოცავს ხსენებულ უწმიდეს მართლმადიდებელ საყდართა იერარქიასა და სამწყსოს ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს. ...
“მხოლოდ ეკლესია აცხოვნებს და არა ჩვენ ვაცხოვნებთ ეკლესიას” – ალექსანდრიის პატრიარქი
ალექსანდრიის ეკლესია

“მხოლოდ ეკლესია აცხოვნებს და არა ჩვენ ვაცხოვნებთ ეკლესიას” – ალექსანდრიის პატრიარქი

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა უნეტარესმა თეოდორე მეორემ 2020 წლის საშობაო ეპისტოლეში ეკლესიის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა: "შეუძლებელია, ძმებო და შვილებო, მხოლოდ გვიყვარდეს და ვსაუბრობდეთ ქრისტეზე ეკლესიის გარეშე!.. ჩვენ ქრისტეს ეკლესიის მეშვეობით გვრწამს და თაყვანს ვცემთ! ეკლესიის მეშვეობით ვარსებობთ და ჩვენი არსებობის რეალური მიზნისკენ მივიწევთ! ... ეკლესია მხოლოდ განწმედს და არ განიწმინდება, მხოლოდ ასწავლის და არ აქვს სწავლის საჭიროება. ეკლესიის სწავლება არის საუკუნო ქადაგება, თვით ჭეშმარიტი ღმერთი, ისე, როგორც განკაცდა, ჩვენთვის, ადამიანებისთვის ჩვენსავე ცხონებისათვის". მისი უნეტარესობა აქვე აღნიშნავს, რომ ეკლესიის ყოვლადწმიდა სხეული არ არის მოჩვენებითი, არამედ რეალური.  "ჩემო ბავშვებო, ეკლესიის ქრისტესმიერო ბავშვებო, როდესაც გ...
ალექსანდრიის პატრიარქი ათენში ჩავიდა
ალექსანდრიის ეკლესია

ალექსანდრიის პატრიარქი ათენში ჩავიდა

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარესი პაპი და პატრიარქი თეოდორე II საბერძნეთის დედაქალაქ ათენს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მის უნეტარესობას საბერძნეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა.