მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

ანტიოქიის ეკლესია

კორონავირუსით გარდაიცვალა ანტიოქიის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ლუკა
ანტიოქიის ეკლესია

კორონავირუსით გარდაიცვალა ანტიოქიის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ლუკა

სამწუხაროდ, 2021 წელს მართლმადიდებელი მღვდელმთავრის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. 55 წლის ასაკში კოვიფინფექციის შედეგად გარდაიცვალა ანტიოქიის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, სეიდანაიას მიტროპოლიტი ლუკა. საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მისი. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალნენ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთი პატრიარქი და თექვსმეტი მღვდელმთავარი. ...
ანტიოქიის პატრიარქმა ახალ წელს საღმრთო ლიტურგია აღასრულა [ფოტო]
ანტიოქიის ეკლესია

ანტიოქიის პატრიარქმა ახალ წელს საღმრთო ლიტურგია აღასრულა [ფოტო]

მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ ანტიოქიისა და სრულიად აღმოსასვლეთის პატრაირქმა იოანე X-მ, დღეს, 2021 წლის 1 იანვარს, ახალ წლის დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მღვდელმთავრებთან ერთად აღასრულა დამასკოს საკათედრო ტაძარში.  სპეციალურად არაბული ენიდან თარგმნა "მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა".
საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ანტიოქიის პატრიარქმა [ფოტო]
ანტიოქიის ეკლესია

საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ანტიოქიის პატრიარქმა [ფოტო]

დღეს, 27 დეკემბერს მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე X-მ საკვირაო საღმრთო ლიტურგია დამასკოს საკათედრო ტაძარში აღასრულა. ღვთისმსახურებისას აღესრულა დიაკვნად ხელდასხმაც.
ანტიოქიის პატრიარქმა ქრისტეს შობის ღვთისმსახურება აღავლინა [ფოტო & ვიდეო]
ანტიოქიის ეკლესია

ანტიოქიის პატრიარქმა ქრისტეს შობის ღვთისმსახურება აღავლინა [ფოტო & ვიდეო]

დღეს, 25 დეკემბერს, ქრისტეს შობის სამეუფეო და საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე მეათემ სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღასრულა. ვიდეო: https://fb.watch/2BD78uduAS/
ათი მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს
ალბანეთის ეკლესია, ალექსანდრიის ეკლესია, ამერიკისა და კანადის ეკლესია, ანტიოქიის ეკლესია, ბულგარეთის ეკლესია, კონსტანტინეპოლის ეკლესია, რუმინეთის ეკლესია, საბერძნეთის ეკლესია, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია

ათი მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს

იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით 25 დეკემბერს ქრისტეს შობას აღნიშნავს ათი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო, ალექსანდრიის საპატრიარქო, ანტიოქიის საპატრიარქო, რუმინეთის საპატრიარქო, ბულგარეთის საპატრიარქო, კვიპროსის ეკლესია, ელადის (საბერძნეთი) ეკლესია, ალბანეთის ეკლესია, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია, ამერიკისა და კანადის ეკლესია. ვებ-გვერდი "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ულოცავს ხსენებულ უწმიდეს მართლმადიდებელ საყდართა იერარქიასა და სამწყსოს ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს. ...
5 დეკემბერი პატრიარქების, ეგნატე მეოთხისა და ალექსი მეორის გარდაცვალების დღეა
ანტიოქიის ეკლესია, ელ-მასალები, რუსეთის ეკლესია

5 დეკემბერი პატრიარქების, ეგნატე მეოთხისა და ალექსი მეორის გარდაცვალების დღეა

5 დეკემბერი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ორი პატრიარქის, ეგნატე მეოთხისა და ალექსი მეორის გარდაცვალების დღეა. 2008 წლის 5 დეკემბერს, 79 წლის ასაკში ღვთივგანისვენა უწმიდესმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ. 2012 წლის 5 დეკემბერს, 91 წლის ასაკში ღვთივგანისვენა უნეტარესმა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა ეგნატე მეოთხემ. უნეტარესი პატრიარქი ეგნატე მეოთხე (ერში ჰაბიბ ჰაზამი) დაიბადა 1921 წლის 28 აგვისტოს. 1962 წლის 18 თებერვლიდან იმყოფებოდა მღვდელმთავრის ხარისხში. 1979 წლის 2 ივლისს აირჩიეს ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის 166-ე პატრიარქად. იმავე წლის 8 ივლისს გაიმართა მისი ინტრონიზაცია. დაკრძალულია დამასკოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში. უწმიდესი პატრიარქი ალექსი მეორე (ერში ალექსეი რიდიგერი) დაიბადა 1929...
ანტიოქიის პატრიარქმა პანაშვიდი გადაუხადა სერბეთის პატრიარქს
ანტიოქიის ეკლესია

ანტიოქიის პატრიარქმა პანაშვიდი გადაუხადა სერბეთის პატრიარქს

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესმა პატრიარქმა იოანე მეათემ გადაიხადა სრულიად სერბეთის ნეტახსენებული უწმიდესი პატრიარქის ირინეოსის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
ანტიოქიის პატრიარქმა შობის მარხვის დაწყების დღეს სამწყსო დალოცა
ანტიოქიის ეკლესია

ანტიოქიის პატრიარქმა შობის მარხვის დაწყების დღეს სამწყსო დალოცა

უნეტარესმა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე მეათემ დამასკოს საპატრიარქო ტაძარში ქრისტეს შობის მარხვის დაწყება მიულოცა სამწყსოს და მამამთავრული ლოცვა-კურთხევა უბოძა ტაძარში შეკრებილთ. ანტიოქიის საპატრიარქო განეკუთვნება იმ ავტოკეფალურ ეკლესიათა რიგს, რომელიც შობის დღესასწაულს აღნიშნავს იულიუსის შესწორებული (ახალი) კალენდარული სტილით - 25 დეკემბერს და მაშასადამე, შობის მარხვას იწყებს შესწორებული (ახალი) სტილით 15 ნოემბერს. ...
ანტიოქიის საპატრიარქო დაზარალებულების გვერდით
ანტიოქიის ეკლესია

ანტიოქიის საპატრიარქო დაზარალებულების გვერდით

ამა წლის 7 ნოემბერს ალ-ხამირას წმიდა გიორგის მონასტერში გაიმართა შეხვედრა უნეტარეს ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იოანე მეათესა და ნაზარეთიდან, სოფელ Habanmar-იდან წარმოგზავნილ წარმომადგენლებს შორის. ანტიოქიის საპატრიარქოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდა არკადიის მიტროპოლიტი ბასილი და არეთუსის ეპისკოპოსი ილია. მხარეებმა ამ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. საუბარი ძირითადად კატასტროფების შედეგად საარსებო წყაროებზე გამოწვეულ პრობლემებს შეეხო, რომელზეც უნეტარესი პატრიარქი მათ დახმარებას დაპირდა. ...