მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

რუსეთის ეკლესია

რუსეთის ეკლესიის მორიგი შემოჭრა და უკანონო მღვდელმსახურება ცხინვალში
რუსეთის ეკლესია, საქართველოს ეკლესია

რუსეთის ეკლესიის მორიგი შემოჭრა და უკანონო მღვდელმსახურება ცხინვალში

2021 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, რუსეთის ეკლესია კვლავ შემოიჭრა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე - ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიაში, სადაც აღასრულა უკანონო მღვდელმოქმედება. მას შემდგომ, რაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის სასულიერო პირმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა უკანონოდ და თვითნებურად აღასრულა საღმრთო ლიტურგია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიაში, კერძოდ ქალაქ ცხინვალში, აღნიშნული ფაქტის საპასუხოდ, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ოფიციალური საპროტესტო წერილი მისწე...
კიევის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]
რუსეთის ეკლესია

კიევის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

დღეს, 2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით, ღმრთის განცხადების - უფლის ნათლისღების დიდი და წმიდა დღესასწაული აღნიშნეს რუსეთის ეკლესიის კიევის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში (კიევ-პეჩორის ლავრა). ღვთისმსახურებას წარუძღვა აკადემიისა და სემინარიის ერთ-ერთი ლექტორი, არქიმანდრიტი დოსითეოსი, რომელთან ერთადაც თანამსახურობდნენ ხსენებული უმაღლესი სასულიერო სასწავლებლის პედაგოგები და სტუდენტები. ...
რუსეთის ეკლესია ილია ΙΙ-ს აფხაზეთის მიტროპოლიტად არ სცნობს – საქართველოს საპატრიარქო დუმს?!
რუსეთის ეკლესია, საქართველოს ეკლესია

რუსეთის ეკლესია ილია ΙΙ-ს აფხაზეთის მიტროპოლიტად არ სცნობს – საქართველოს საპატრიარქო დუმს?!

ფართო საზოგადოებისთვის მორიგ ჯერზე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არ სცნობს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად. მეტიც, მოსკოვის საპატრიარქომ იმ მასშტაბის ღია უპატივცემულობა გამოხატა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მეთაურისადმი, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაგზავნილ სამძიმრის წერილი, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელს აწერს თავისი სრული ტიტულატურით (მათ შორის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი), მოსკოვის საპატრიარქომ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულატურიდან თვითნებურად ამოიღო "ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი". ვგმობთ ამ ყოვლადუპატივცემულო და ანტიკანონიკურ ქმედებას, რომელიც ჩაიდინა მოსკოვ...
მოსკოვის საპატრიარქომ უხეშად შეცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი
რუსეთის ეკლესია, საქართველოს ეკლესია

მოსკოვის საპატრიარქომ უხეშად შეცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი

უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმრის ოფიციალური წერილი გაუგზავნა უწმიდეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს, სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის გარდაცვალების გამო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსენებული წერილის ტექსტი გამოაქვეყნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, სადაც საქართველოს ეკლესიის მეთაურის ხელმოწერაში დაფიქსირებულია მხოლოდ – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. http://www.patriarchia.ru/db/text/5750716.html ეს წერილი, ოდნავ მოგვიანებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა გამოაქვეყნა დოკუმენტის სახით, რომელშიც საქართველოს ეკლესიის მეთაური ხელს წერს, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მც...
საქართველოს პატრიარქის სამძიმარი ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის გარდაცვალების გამო
რუსეთის ეკლესია, საქართველოს ეკლესია

საქართველოს პატრიარქის სამძიმარი ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის გარდაცვალების გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმრის ოფიციალური წერილი გაუგზავნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს, სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის გარდაცვალების გამო. თქვენო უწმიდესობავ! მწუხარებით მივიღეთ ამბავი სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ ფილარეტის გარდაცვალების შესახებ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით სამძიმარს ვუცხადებთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო დასსა და სამწყსოს და განსვენებული მღვდელმთავრის სულიერ შვილებს. მისი გარდაცვალება უდავოდ დიდი დანაკარგია ღვთის ეკლესიისთვის, რომელსაც მან მრავალი წლის განმავლობაში თავდაუზოგავი მსახურება მიუძღვნა. აღვავლენთ ლოცვებს ახლადშესვენებულ მიტროპოლიტ ფილარეტის სულისათვის. უფალმა განუსვენოს მას მა...
კორონავირუსით გარდაიცვალა ბელარუსის საპატიო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ფილარეტი
რუსეთის ეკლესია

კორონავირუსით გარდაიცვალა ბელარუსის საპატიო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ფილარეტი

2021 წლის 12 იანვარს, ამსოფლიური ყოფის 86-ე წელიწადს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად გართულებული ჯანმრთელობის გაუარესების გამო ღვთივმიიცვალა სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ფილარეტი. ერში კირილე ბართლომეს ძე ვახრომეევი დაიბადა 1935 წლის 21 მარტს. 1959 წლის 3 აპრილს აღიკვეცა მონაზვნად და ეწოდა სახელი ფილარეტი (მართალი ფილარეტ მოწყალის სახელზე, ხსენება 1 (14) დეკემბერი). 1959 წლის 26 აპრილს ხელი დაასხეს იეროდიაკვნად. 1961 წლის 14 დეკემბერს ხელდასხმული იქნა მღვდელმონაზვნად. 1963 წლის 4 აგვისტოს მიენიჭა იღუმენის წოდება, იმავე წლის 8 ოქტომბერს - არქიმანდრიტის წოდება. 1965 წლის 24 ოქტომბერს ლენინგრადის (ამჟ. სანკტ-პეტერბურგი) ალექსანდრე ნეველის ლავრის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტ ფილარეტს ხელი დაასხეს ეპისკოპოსად ტიხვინის...
ოკუპირებულ ცხინვალში საშობაო რუსული წირვა და მდუმარე საქართველოს საპატრიარქო
რუსეთის ეკლესია, საქართველოს ეკლესია, სიახლეები

ოკუპირებულ ცხინვალში საშობაო რუსული წირვა და მდუმარე საქართველოს საპატრიარქო

2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, ოკუპირებულ ცხინვალში, რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური იურისდიქციის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა. აღნიშნულის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა sputnik-ossetia.ru-მ. ქალაქი ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორია, ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის კათედრული ქალაქი. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტის ისაიას ლოცვა-კურთხევის გარეშე ღვთისმსახურება ეკრძალება ნებისმიერი სხვა ადგილობრივი ეკლესიის სასულიერო პირს. ხსენებული ფაქტი არის მორიგი გამოვლინება მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური ტერ...
ქრისტეს შობის საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა რუსეთის პატრიარქმა [ფოტო]
რუსეთის ეკლესია

ქრისტეს შობის საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა რუსეთის პატრიარქმა [ფოტო]

იულიუსის კალენდრის ძველი სტილით 25 დეკემბერს (ახალი სტილით 7 იანვარს) ქრისტეს შობის დღესასწაულის საზეიმო ღვთისმსახურება მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა უწმიდესმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ. რუსეთის ეკლესიის მეთაურს თანამსახურებდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენის მიტროპოლიტი დიონისე და მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციული სამდივნოს ხელმძღვანელი, პავლო-პოსადის ეპისკოპოსი თომა და სხვა სამღვდელო პირები. საღვთო ლიტურგიის განსრულების შემდგომ პატრიარქმა კირილემ ქადაგებით მიმართა სამწყსოს და მიულოცა შობის დღესასწაული. ღვთისმსახურება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა რუსულ ტელეარხებზე "Первый", "Россия 1" და ტელეარხ "Спас-ის" ვებ-გვერდზე. ...
რუსეთში შობის დღესასწაულზე ტაძრები ღია იქნება
რუსეთის ეკლესია

რუსეთში შობის დღესასწაულზე ტაძრები ღია იქნება

რუსეთის ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) ინტერვიუ მისცა ტელეარხ "რუსეთი 24-ს".  ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა შობას რუსეთში ტაძრები ღია, მიტროპოლიტმა უპასუხა :   ,,ჩვენი ინიციატივით არცერთ ტაძარს დავხურავთ. აქ არის ღია სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები, კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები. ამიტომ, ეკლესიების დახურვის მიზეზი არ არსებობს ”. ...
მამა ანდრია კურაევის ღია აღიარება, თუ რატომ მოხდა მისი განკვეთა
რუსეთის ეკლესია

მამა ანდრია კურაევის ღია აღიარება, თუ რატომ მოხდა მისი განკვეთა

2021 წლის 3 იანვარს პროტოდიაკონმა, თანამედროვე მისიონერმა და ჩვენი ეპოქის გამორჩეულმა ღვთისმეტყველმა, მამა ანდრია კურაევმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ბერძნულ საინფორამციო სააგენტოს. ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა გახლდათ იყო: „როგორ ფიქრობთ, იყო ის მიზეზი, რის გამოც გაგასამართლეს და არა ნამდვილი მიზეზი? დაისაჯეთ იმის გამო, რომ პატრიარქის წინააღმდეგ კრიტიკული გამოსვლა გაქვთ? მამა ანდრია: „ამაში არსებობს სიმართლე. 2018 წლის სექტემებრს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა განაცხადა, რომ კანონიკურ და ლიტურგიკულ კავშირებს წყვეტდა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან. ეს ცალმხრივი ქმედება იყო. განცხადებაში წერია: „გადავწყვიტეთ დაპირისპირება“. რაოდენ რთულიც არ უნდა ყოფილიყო მოლაპარაკებები, ის, ვინც პირველი გამოთქვამს ცნობას ომის გამოცხადებისთვის ან პირველი იწყებს სროლას, პასუხისმგებ...