რუსეთის ეკლესიის მორიგი შემოჭრა და უკანონო მღვდელმსახურება ცხინვალში
2021 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, რუსეთის ეკლესია კვლავ შემოიჭრა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე - ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიაში, სადაც აღასრულა უკანონო მღვდელმოქმედება.
მას შემდგომ, რაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის სასულიერო პირმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა უკანონოდ და თვითნებურად აღასრულა საღმრთო ლიტურგია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიაში, კერძოდ ქალაქ ცხინვალში, აღნიშნული ფაქტის საპასუხოდ, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ოფიციალური საპროტესტო წერილი მისწე...