“კორონავირუსმა მოგვიკლა პატრიარქი” – სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე
სათაური: "კორონავირუსმა მოგვიკლა პატრიარქი" - სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე
"სერბეთის ეკლესიამ სათანადოდ ვერ შეაფასა კორონავირუსის საშიშროება და შეცდომა დაუშვა ამ მხრივ", - განაცხადა სრულიად სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა.
სერბეთის პატრიარქი ირინეოსი უფალში განისვენებს ვირუსის გამო, აგრეთვე მონტენეგროს ნეტარხსენებული მიტროპოლიტი ამფილოქე ამ ვირუსმა იმსხვერპლა, ასევე სერბეთის ეკლესიის კიდევ ერთი მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი მილუტინი გარდაიცვალა კორონავირუსით. დაინფიცირდა არაერთი სერბი მართლმადიდებელი სასულიერო პირი.
”უნდა ვაღიაროთ, შეცდომები იყო, რომ ჩვენ ვერ შევაფასეთ სათანადოდ კორონავირუსის მავნებლობა და ვერ მივხვდით რა მოაქვს მას, რომ ეს არის მკვლელი ვირუსი, რომელმაც მოკლა ჩვენი პატრიარქი ირინეოსი, მონტენეგროს მიტროპოლიტი...