მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

რუმინეთის ეკლესია

ნათლისღების დღესასწაული რუმინეთის საპატრიარქოში [ფოტო]
რუმინეთის ეკლესია

ნათლისღების დღესასწაული რუმინეთის საპატრიარქოში [ფოტო]

დღეს, შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 იანვარს რუმინეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების, ღვთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით რუმინეთის საპატრიარქოს ტერგოვიშტეს მიტროპოლიტმა ნიფონმა დიდი აიაზმა აღასრულა.
რუმინეთის საპატრიარქოში წმიდა სტეფანე პირველმოწამის ხსენება აღნიშნეს [ფოტო]
რუმინეთის ეკლესია

რუმინეთის საპატრიარქოში წმიდა სტეფანე პირველმოწამის ხსენება აღნიშნეს [ფოტო]

გუშინ, ახალი სტილით 27 დეკემბერს, რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში წმიდა სტეფანე პირველდიაკონის ხსენების დღე აღნიშნეს. დღესასწაულთან დაკავშირებით მარამურეშუისა და სატმარილის ეპისკოპოსმა იუსტინემ სატმარეანულის ეპისკოპოს ტიმოთესთან ერთად სადღესასწაულო ღვთისმსახურება ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში აღასრულა. სპეციალურად რუმინული ენიდან თარგმნა "მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა" ...
ათი მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს
ალბანეთის ეკლესია, ალექსანდრიის ეკლესია, ამერიკისა და კანადის ეკლესია, ანტიოქიის ეკლესია, ბულგარეთის ეკლესია, კონსტანტინეპოლის ეკლესია, რუმინეთის ეკლესია, საბერძნეთის ეკლესია, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია

ათი მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს

იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით 25 დეკემბერს ქრისტეს შობას აღნიშნავს ათი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო, ალექსანდრიის საპატრიარქო, ანტიოქიის საპატრიარქო, რუმინეთის საპატრიარქო, ბულგარეთის საპატრიარქო, კვიპროსის ეკლესია, ელადის (საბერძნეთი) ეკლესია, ალბანეთის ეკლესია, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია, ამერიკისა და კანადის ეკლესია. ვებ-გვერდი "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ულოცავს ხსენებულ უწმიდეს მართლმადიდებელ საყდართა იერარქიასა და სამწყსოს ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს. ...
რუმინეთის პატრიარქი ქრიტიან მართლმადიდებელ სტუდენტთა ასოციაციას შეხვდა [ფოტო]
რუმინეთის ეკლესია

რუმინეთის პატრიარქი ქრიტიან მართლმადიდებელ სტუდენტთა ასოციაციას შეხვდა [ფოტო]

2020 წლის 20 დეკემბერს უნეტარესმა სრულიად რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა რუმინეთის საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო რუმინეთის ქრისტიან მართლმადიდებელ სტუდენტთა ასოციაციის (ASCOR) წარმომადგენლები. აღნიშნულის შესახებ Basilica.ro იუწყება.  სტუდენტები მოვიდნენ პატრიარქ დანიელის გასახარებლად და რუმინეთის საპატრიარქოსთვის იმედის გაზავნილისთვის.  მისმა უნეტარებამ დააფასა ახალგაზრდების ეს ჟესტი, გულწრფელი მადლობა გადაუხადა მათ და მიულოცა იმედის გზავნილის გავრცელების მისია.   ”მოხარული ვარ, რომ პანდემიის დროს შობა აღინიშნება, მოხარული ვარ რომ აქ ხართ", - განაცხადა უნეტარესმა სრულიად რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა. ...
,,ბეთლემის სინათლე იმედში გვეპატიჟება” -პატრიარქი დანიელი
რუმინეთის ეკლესია

,,ბეთლემის სინათლე იმედში გვეპატიჟება” -პატრიარქი დანიელი

რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა სამწყსოს საშობაოდ ვიდეომიმართვით მიმართა და გაამხნევა: ”ბეთლემში დაბადებული იესოს სინათლე ყველა ჩვენგანს იმედში გვეპატიჟება... რუმინელი ხალხი მოწყენილია, რადგან ბევრი იტანჯება და ბევრი გარდაიცვალა ამ დაავადებით, ამიტომ საჭიროა ლოცვა, სოლიდარობა და განსაკუთრებით ძმური სიყვარული.  ჩვენ ასევე უნდა ვილოცოთ დიასპორაში მყოფი ჩვენი სულიერი შვილებისთვის, ძმებისთვის, რუმინელებისათვის, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი სარწმუნოებრივი სიყვარული და ერთიანობა". ...
რუმინეთის პატრიარქი ანგელოზის დღეს აღნიშნავს [ფოტო]
რუმინეთის ეკლესია

რუმინეთის პატრიარქი ანგელოზის დღეს აღნიშნავს [ფოტო]

დღეს, 17 დეკემბერს, რუმინეთის უნეტარესმა პატრიარქმა დანიელმა ანგელოზის დღე იზეიმა და საზოგადოების სხვადასხვა წევრებისგან მილოცვები მიიღო.
სრულიად რუმინეთის პატრიარქმა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა
რუმინეთის ეკლესია

სრულიად რუმინეთის პატრიარქმა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა

უნეტარესმა სრულიად რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა ხმა მისცა რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2020 წლის 6 დეკემბერს გაიმართა. პატრიარქმა გაითვალისწინა კოვიდპანდემიისას არსებული რეკომენდაციები და იგი საარჩევნო უბანზე პირბადით მივიდა.
“წმიდა ნიკოლოზი განსაკუთრებით არის ბავშვების მეგობარი” – რუმინეთის პატრიარქი
რუმინეთის ეკლესია

“წმიდა ნიკოლოზი განსაკუთრებით არის ბავშვების მეგობარი” – რუმინეთის პატრიარქი

წმიდა ნიკოლოზის ხსნების დღეს, სრულიად რუმინეთის უნეტარესმა პატრიარქმა დანიელმა სადღესასწაულო ქადაგებისას თქვა, რომ წმიდა ნიკოლოზი არის გულუხვობის სიმბოლო და ბავშვების დიდი მეგობარი. ”წმიდა ნიკოლოზი არის ობოლთა, ავადმყოფთა და სირთულეების წინაშე მყოფი ადამიანების თანაშემწე, მაგრამ განსაკუთრებით ის ბავშვების მეგობარია” - დასძინა უნეტარესმა პატრიარქმა დანიელმა. რუმინეთის ეკლესიამ წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენება ახალი შესწორებული კალენდარული სტილით 6 დეკემბერს აღნიშნა. ...
,,ევროკავშირის საქმე არ არის გავხსნით თუ დავკეტავთ ტაძრებს” – რუმინეთის საპატრიარქო
რუმინეთის ეკლესია

,,ევროკავშირის საქმე არ არის გავხსნით თუ დავკეტავთ ტაძრებს” – რუმინეთის საპატრიარქო

"არავის და მათ შორის არც ევროკავშირს არ შეუძლია გვითხრას, გავაღებთ თუ დავკეტავთ წმინდა ტაძრებს. ჩვენ ვიცავთ ყველა ზომას, (ნიღბები, ანტისეპტიკები, სიცხის მაკონტროლებელი საშუალებები, დეზინფექცია და ა.შ.), ყველამ იცოდეს რუმინეთის წმინდა ტაძრები აღარ დაიხურება არანაირად." - განაცხადა პატრიარქ დანიელის სპიკერმა.  ,,იმ ფონზე როცა უზარმაზარი უნივერმაგები, სუპერმარკეტები, სადაც ათასობით თანამშრომელია და მომხმარებელი, აგრძელებენ მუშაობას, მაშინ რატომ არ შეიძლება ღვთისმოსავი ქრისტიანული ეკლესიის წევრებისთვის, რომლებიც ყველაზე მორჩილები და ანტიპანდემიური ზომების დამცველები არიან ღია იყოს ტაძრები?!" რუმინეთის პატრიარქის სპიკერი განმარტებით, რუმინეთში მართლმადიდებელი ეკლესია ჩვეულ რეჟიმში, რეგულაციების სრული დაცვით განაგრძობს თავის მოღვაწეობას. რუმინეთის საპატრიარქომ მას შემდეგ გააკე...
“საჩუქარი არასდროს მიგვიღია, ყველაფერი მსხვერპლით მოვიპოვეთ” – რუმინეთის პატრიარქი
რუმინეთის ეკლესია

“საჩუქარი არასდროს მიგვიღია, ყველაფერი მსხვერპლით მოვიპოვეთ” – რუმინეთის პატრიარქი

"რუმინელების ერთიან ეროვნულ სახელმწიფოდ გაერთიანება მოხდა მრავალსაუკუნოვანი ტანჯვის, მრავალი სულიერი და მატერიალური მსხვერპლის შედეგად" - აღნიშნა სრულიად რუმინეთის პატრიარქმა უნეტარესმა დანიელმა რუმინეთის ეროვნული ერთიანობის დღეს. "ჩვენი მღვდლები ჯარისკაცებს ბრძოლაში ეხმარებოდნენ და მათთან ერთად იყვნენ რთულ დღეებში... მოგვიანებით, პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრონტზე იმყოფებოდა 250 რუმინელი მღვდელი, რომლებსაც "სამხედრო აღმსარებლებს" უწოდებდნენ. მათგან რამდენიმე სიკვდილითაც კი დასაჯეს", - დასძინა მისმა უნეტარესობამ. პატრიარქმა ასევე მოიხსენია ბერები და მონაზვნები, რომლებიც ზრუნავდნენ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე. "ჩვენს ისტორიაში საჩუქარი არასოდეს მიგვიღია, ყველაფერი, რაც შეძენილი იქნა, მსხვერპლით შევიძინეთ”- აღნიშნა რუმინეთის პატრიარქმა. ...