მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

ბულგარეთის ეკლესია

საახალწლო სამადლობელი ღვთისმსახურება ბულგარეთის საპატრიარქოში [ფოტო]
ბულგარეთის ეკლესია

საახალწლო სამადლობელი ღვთისმსახურება ბულგარეთის საპატრიარქოში [ფოტო]

2021 წლის 1 იანვარს სოფიის წმიდა კვირიკეს სახელობის საკათედრო ტაძარში აღესრულა წმიდა ბასილის დიდის საღმრთო ლიტურგია. ღვთისმსახურება უწმიდესი სრულიად ბულგარეთის პატრიარქის ნეოფიტეს ლოცვა-კურთხევით აღავლინა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბელოგრანდის ეპისკოპოსმა პოლიკარპემ.  საღმრთო ლიტურგიის დასასრულს მეუფე პოლიკარპემ წაიკითხა სრულიად ბულგარეთის უწმიდესი პატრიარქის ნეოფიტეს საახალწლო გზავნილი მორწმუნე მრევლისადმი.  ...
ბულგარელი ეპისკოპოსის კომენტარი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა
ბულგარეთის ეკლესია

ბულგარელი ეპისკოპოსის კომენტარი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა

დღეს, 27 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნებმა ოფიცალურად დაიწყეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება. საბერძნეთში უკვე ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე ცნობილი მღვდელმთავარი, ნავპაქტოს მიტროპოლიტი იეროთეოსი აიცრა. პარალელურად ბულგარეთშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბულგარეთის საპატრიარქოს მღვდელმთავარმა, ეპიკოპოსმა ტიხონმა გაიკეთა. ვაქცინაციის შემდეგ მეუფე ტიხონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: "მტკიცედ მრწამს ღმერთის და მრწამს, რომ ღმერთმა შთააგონა მათ, რომელთაც შექმნეს ის [ვაქცინა] ვირუსის წინააღმდეგ, თუ როგორ გაკეთებინათ. ამ გზით ასევე მსურდა ჩემი პატივისცემა გამომეხატა მათ მიმართ, რომელთაც ასეთი დაუჯერებელი მცდელობები გაწიეს, რათა ყოველი ჩვენგანისთვის შეექმნათ ვაქცინა. მსურს ამ ნათელ დღესასწაულების დროს ავანთო სინათლე გვირაბში, მათთვის, რომლებ...
ბულგარეთის საპატრიარქოს ეპისკოპოსი ტიხონი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
ბულგარეთის ეკლესია

ბულგარეთის საპატრიარქოს ეპისკოპოსი ტიხონი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ბულგარეთის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, ტივერიპოლის ეპისკოპოსი ტიხონი კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მღვდელმთავარი 75 წლის არის. დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით. აღსანიშნავია, რომ ეპისკოპოსი ტიხონი არის ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი მღვდელმთავარი, რომელმაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. ...
ბულგარეთის პატრიარქმა საშობაო ღვთისმსახურება აღავლინა [ფოტო]
ბულგარეთის ეკლესია

ბულგარეთის პატრიარქმა საშობაო ღვთისმსახურება აღავლინა [ფოტო]

დღეს, 25 დეკემბერს, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმიდესმა სრულიად ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფირემ, დამხმარე ეპისკოპოსებთან (ქორეპისკოპოსებთან) ერთად საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღასრულა. მსახურებაში მონაწილეობა მიიღეს მელნიშკიის ეპისკოპოსმა გერასიმემ და ბელოგრადჩის ეპისკოპოსმა პოლიკარპემ. ...
ათი მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს
ალბანეთის ეკლესია, ალექსანდრიის ეკლესია, ამერიკისა და კანადის ეკლესია, ანტიოქიის ეკლესია, ბულგარეთის ეკლესია, კონსტანტინეპოლის ეკლესია, რუმინეთის ეკლესია, საბერძნეთის ეკლესია, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია

ათი მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს

იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით 25 დეკემბერს ქრისტეს შობას აღნიშნავს ათი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო, ალექსანდრიის საპატრიარქო, ანტიოქიის საპატრიარქო, რუმინეთის საპატრიარქო, ბულგარეთის საპატრიარქო, კვიპროსის ეკლესია, ელადის (საბერძნეთი) ეკლესია, ალბანეთის ეკლესია, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია, ამერიკისა და კანადის ეკლესია. ვებ-გვერდი "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ულოცავს ხსენებულ უწმიდეს მართლმადიდებელ საყდართა იერარქიასა და სამწყსოს ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს. ...
ლოზენის დედათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცები აღესრულა [ფოტო]
ბულგარეთის ეკლესია

ლოზენის დედათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცები აღესრულა [ფოტო]

სრულიად ბულგარეთის პატრიარქის უწმიდესი ნეოფიტეს ლოცვა-კურთხევითა და ლოზენის მაცხოვრის სახელობის წმიდა მონასტრის წინამძღვრის თხოვნით ბელოგრადის ეპისკოპოსმა პოლიკარპემ სამი მორჩილი მონაზვნებად აღკვეცა. აღკვეცის დროს მეუფე პოლიკარპემ განაცხადა: "მონასტრულ ცხოვრებაში იმაზე დიდი სიხარული არ არსებობს, რაც მამაკაცი და დედაკაცი მონაზვნების რიცხვის ზრდაა. არ არსებობს იმაზე დიდი სიხარული ხედავდე თუ როგორ იზრდება ქრისტეს მსახურების რაოდენობა, რომლებიც გახდებიან ცოდვასა და ბოროტებაზე გამარჯვებულნი". ...
კოვიდ-19 დაუდასტურდა სოფიას სასულიერო სემინარიის რექტორს
ბულგარეთის ეკლესია, სიახლეები

კოვიდ-19 დაუდასტურდა სოფიას სასულიერო სემინარიის რექტორს

ფილტვების მწვავე პნევმონიით სოფიას ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს სოფიას სასულიერო სემინარიის რექტორი არქიმანდრიტი პახუმი (ლოზანოვი). ბულგარული საეკლესიო პრესის ინფორმაციით არქიმანდრიტ პახუმს შეხება ქონდა ბულგარეთის პატრიარქ ნეიფიტესთან. სოფიის სასულიერო სემინარია სოფიას სასულიერო სემინარიის რექტორი არქიმანდრიტი პახუმი (ლოზანოვი) ...
რვა წელი გავიდა ბულგარეთის პატრიარქის მაქსიმეს გარდაცვალებიდან
ბულგარეთის ეკლესია

რვა წელი გავიდა ბულგარეთის პატრიარქის მაქსიმეს გარდაცვალებიდან

2012 წლის 6 ნოემბერს ღვთივგანისვენა უწმიდესმა სრულიად ბულგარეთის პატრიარქმა მაქსიმემ. ერში მარინ მინკოვი დაიბადა 1914 წლის 29 ოქტომბერს. 1935 წელს წარჩინებით დაამთავრა სოფიის სასულიერო სემინარია, ხოლო 1942 წელს - სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. 1941 წლის 13 დეკემბერს აღიკვეცა მონაზვნად და ეწოდა სახელი მაქსიმე. იმავე წლის 19 დეკემბერს ხელი დაასხეს იეროდიაკვნად, 1944 წლის 14 მაისს - მღვდელმონაზვნად. 1947 წლის 12 ოქტომბერს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება. 1956 წლის 30 დეკემბერს შესრულდა მისი ქიროტონია ეპისკოპოსად და დადგინდა ბრანიცის მღვდელმთავრად. 1960 წლის 30 ოქტომბერს დაადგინეს ლოვჩანის მიტროპოლიტად. 1971 წელს აირჩიეს სრულიად ბულგარეთის უწმიდეს პატრიარქად. ინტრონიზაცია გაიმართა იმავე წლის 4 ივლისს. სრულიად ბულგარეთის პატრიარქი და სოფიის მიტროპოლიტ...
ბულგარეთის პატრიარქის სამძიმრის წერილი სერბეთის პატრიარქს
ბულგარეთის ეკლესია, სერბეთის ეკლესია, სიახლეები

ბულგარეთის პატრიარქის სამძიმრის წერილი სერბეთის პატრიარქს

სრულიად ბულგარეთის უწმიდესმა პატრიარქმა ნეოფიტემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა სრულიად სერბეთის უწმიდეს პატრიარქს ირინეოსს, მონტენეგროს მიტროპოლიტის ამფილოქეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. "ნეტარხსენებული [მიტროპოლიტი ამფილოქე] მუდამ ჩვენს გონებაში რჩება, როგორც მაგალითი ღირსეული მწყემსისა და თავმდაბალი მონაზვნის, რომელიც მიუხედავად თანამედროვე ეპოქის გამოწვევებისა ქრისტეს მორწმუნედ რჩებოდა. ბულგარელი მკითხველისთვის ცნობილი და ძვირფასია მისი ნაშრომები, რომლებიც მართლმადიდებლურ პედაგოგიკას და წმინდა გრიგოლ პალამას ღვთისმეტყველებას შეეხება. გამოვხატავთ ჩვენს სამძიმარს თქვენი უწმიდესობისა და სერბეთის ეკლესიის წმიდა სინოდის და ასევე დაობლებული სამღვდელმთავროს ძმებისა და დების მიმართ", - აღნიშნულია ბულგარეთის პატრიარქის წერილში. ...