მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

კვიპროსის ეკლესია

გარდაიცვალა სტავროვუნის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ათანასე
კვიპროსის ეკლესია

გარდაიცვალა სტავროვუნის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ათანასე

ოთხმოცდათხუთმეტი წლის ასაკში ღმრთივგანისვენა კვიპროსის ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთმა უხუცესმა სასულიერო პირმა, სტავროვუნის წმიდა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ათანასემ. უფალმა შეიწყალოს და სასუფეველში დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
კორონავირუსით გარდაიცვალა კვიპროსის ეკლესიის წმ. სინოდის მუდმივი მდივანი
კვიპროსის ეკლესია

კორონავირუსით გარდაიცვალა კვიპროსის ეკლესიის წმ. სინოდის მუდმივი მდივანი

2021 წლის 11 იანვარს, დილით, კორონავირუსული ინფექციის შედეგად, სამოცდაათი წლის ასაკში ღვთივმიიცვალა კვიპროსის ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივი მდივანი, არქიმანდრიტი გრიგოლი. ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად სასულიერო პირის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. უფალმა შეიწყალოს და სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ახლადშესვენებულ არქიმანდრიტ გრიგოლის უკვდავი სული. ...
მთავრობის გადაწყვეტილებით კვიპროსზე ლიტურგიები ხალხის გარეშე ჩატარდება
კვიპროსის ეკლესია

მთავრობის გადაწყვეტილებით კვიპროსზე ლიტურგიები ხალხის გარეშე ჩატარდება

კვიპროსის მინისტრთა საბჭომ ეპიდემიის აღსაკვეთად გადაწყვიტა ქვეყანაში კიდევ მეტად მკაცრი ზომების გატარება. ახალი რეგულაციები ძალაში შევიდა 2021 წლის 10 იანვრს, კვირასმ დილის 5 საათიდან და გასატანს ამავე წლის 31 იანვრის შუაღამემდე. ,,საღმრთო ლიტურგია წმიდა ტაძრებსა და რელიგიური თაყვანისმცემლობის ადგილებში შესრულდება მორწმუნეთა დასწრების გარეშე. მორწმუნეებს შეუძლიათ მოვიდნენ ტაძრებში მხოლოდ ინდივიდუალური ლოცვისთვის, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ჯანმრთელობის პროტოკოლის დაცვა სრულიად", - ნათქვამია მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებაში/ რელიგიური ცერემონიები /ჯვრისწერები, ნათლობები, პანაშვიდები / გაიმართება მაქსიმუმ ათი პერსონის დაშვებით. ...
ვანდალური თავდასხმა ირაკლიოსის საკათედრო ტაძარზე კვიპროსზე
კვიპროსის ეკლესია

ვანდალური თავდასხმა ირაკლიოსის საკათედრო ტაძარზე კვიპროსზე

2021 წლის 9 ნოემბერს, გვიან, ღამით, კვიპროსზე, ქალაქ ირაკლიოსის წმიდა მინას სახელობის სამიტროპოლიტო ტაძარს უცნობი პირები ვანდალურად დაესხნენ. ბოროტმოქმედებმა ტაძრის გარე ფასადი წითელი საღებავებით შეღებეს და გააკეთეს წარწერა: “მოვედით, მიიღეთ ვირუსი”. ირაკლიოსის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ...
კვიპროსის წმიდა ბარნაბას მონასტრის წინამძღვარმა მფარველი წმიდანის დღე აღნიშნა [ფოტო]
კვიპროსის ეკლესია

კვიპროსის წმიდა ბარნაბას მონასტრის წინამძღვარმა მფარველი წმიდანის დღე აღნიშნა [ფოტო]

2021 წლის 6 იანვარს კვიპროსის ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოსინგელოსმა და წმიდა ბარნაბას სახელობის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა იოანემ მფარველი წმინდანის ხსენების დღე აღნიშნა.
უკრაინის ეკლესიის მეთაური კვიპროსის ეკლესიის 2021 წლის ოფიციალურ კალენდარში [ფოტო]
კვიპროსის ეკლესია

უკრაინის ეკლესიის მეთაური კვიპროსის ეკლესიის 2021 წლის ოფიციალურ კალენდარში [ფოტო]

კვიპროსის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის 2021 წლის ოფიციალურ კალენდარში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მწყემსმთავრებს შორის პირველად არის წარმოდგენილი უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, უნეტარესი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე. აქვე აღნიშნულია, რომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია დაარსდა კონსტანტინეპოლის დედაეკლესიის მიერ და 2019 წლის 6 იანვარს მიიღო ავტოკეფალიის ტომოსი. ...
“პანდემიისას ღვთისმსახურებაზე დასწრება აღმსარებლობის ტოლფასია”- მიტროპოლიტი ნეოფიტე
კვიპროსის ეკლესია

“პანდემიისას ღვთისმსახურებაზე დასწრება აღმსარებლობის ტოლფასია”- მიტროპოლიტი ნეოფიტე

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, კორფუს მიტროპოლიტი ნეოფიტე: "ყველა ღვთისმსახურება, რომელიც ახლა ტარდება, ეს იქნება საზეიმო, როგორც დღეს, თუ სადაგი მსახურება, ძალზედ მნიშვნელოვანია, თუნდაც ტაძარში მხოლოდ მღვდელი და მგალობელი იდგნენ. როგორც აღმოჩნდა, ავადმყოფობისა და ეპიდემიის დაწესებული გადაჭარბებული ზომების გამო, თქვენი ყველა მსახურება და ყველა დასწრება, ტაძრის შიგნით თუ მის გარეთ, სარწმუნოების აღმსარებლობაა. ჩვენ ვცხოვრობთ არა მხოლოდ დედამიწისთვის, არამედ სასუფევლისთვისაც, როდესაც ზეცა გვეუბნება დედამიწისგან განსხვავებულ რამეს, ჩვენ ზეციურს ვანიჭებთ უპირატესობას!" ...
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა კორონავირუსზე ვაქცინა გაიკეთა
კვიპროსის ეკლესია

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა კორონავირუსზე ვაქცინა გაიკეთა

დღეს, 2020 წლის 29 დეკემბერს, კვიპროსის ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. მისმა უნეტარესობამ განაცხადა: "ვაქცინა დაეხმარება ადამიანებს კორონავირუსის ანტისხეულები მიიღონ. უნდა გავიგოთ, რომ, როგორც სხვა დაავადებებთან ერთად ვცხოვრობთ, ასე უნდა ვიცხოვროთ მასთან (კორონავირუსთან) ერთადაც. უნდა ვიყოთ მკაცრი და დავიცვათ ის ზომები, რომლებიც სახელმწიფომ გამოაცხადა, რადგან თუ არ დავიცავთ, მაშინ არ ვიქნებით კარგად". უნეტარეს ქრიზოსტომოსთან ერთად ვაქცინა მისმა თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ტრიფილიოსმაც გაიკეთა, ნიშნად იმისა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა. სპეციალურად ბერძნული ენიდან თარგმნა “მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა” ...
უნეტარესმა ქრიზოსტომოს მეორემ საშობაო ღვთისმსახურება აღავლინა [ფოტო]
კვიპროსის ეკლესია

უნეტარესმა ქრიზოსტომოს მეორემ საშობაო ღვთისმსახურება აღავლინა [ფოტო]

ქრისტეს შობის საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, ახალი იუსტინიანისა და სრულიად კვიპროსის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ სადღესასწაულო ღვთისმსახურება ლევკოსიის წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში აღასრულა.
ზეთის კურთხევის საიდუმლოს უნეტარესი ქრიზოსტომოსი დაესწრო [ფოტო]
კვიპროსის ეკლესია

ზეთის კურთხევის საიდუმლოს უნეტარესი ქრიზოსტომოსი დაესწრო [ფოტო]

ზეთის კურთხევის საიდუმლო სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსის უნეტარესი ქრიზოსტომოს მეორეს მწვევით აღასრულა კარპასიის ეპისკოპისმა ქრისტეფორემ. უნეტარესს საიდუმლოს მღვდელმოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, მას ზეთი ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ სცხო.