მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

საბერძნეთის ეკლესია

საბერძნეთში ღირსი ანტონი დიდის ხსენებას აღნიშნავენ [ფოტო]
საბერძნეთის ეკლესია

საბერძნეთში ღირსი ანტონი დიდის ხსენებას აღნიშნავენ [ფოტო]

იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით 19 იანვარს აღინიშნება ხსენება ღირსი მამის ანტონი დიდისა, რომელიც მესამე-მეოთხე საუკუნეებში მოღვაწეობდა. საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ვერიის სამიტროპოლიტოში დაცულია ღირსი ანტონი დიდის წმიდა ნაწილები, რომელთა წინაშე, დღეს, 18 იანვარს, ვერიის მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა სამღვდელო დასთან ერთად აღავლინა მწუხრის სადღესასწაულო ღვთისმსახურება. რეგულაციების შესაბამისად, მსახურება ტაძარში დახურულ კარს მიღმა შესრულდა. ...
რას აცხადებს სასულიერო პირი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული აზიარა და შემდეგ იგივე კოვზით თავად ეზიარა?!
საბერძნეთის ეკლესია

რას აცხადებს სასულიერო პირი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული აზიარა და შემდეგ იგივე კოვზით თავად ეზიარა?!

საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქში მოღვაწე პროტოპრესვიტერი კონსტანტინე აცხადებს, რომ მას დაუკავშირდა ერთი ოჯახი, რომელიც კორონავრირუსით ინფიცირებული იყო. მათ სთხოვეს, რომ სურდათ საღმრთო ზიარების მიღება, რაზეც სასულიერო პირი მაშინვე დათანხმდა და მათი სახლისაკენ გაეშურა. მამა კონსტანტინემ ოჯახის წევრები აზიარა, რის შემდეგაც წმიდა ჭურჭელში დარჩენილი ნაწილები თვითონ იგივე კოვზით მიიღო. რამდენიმე დღის შემდეგ პროტოპრესვიტერმა კორონავირუსის ტესტი გაიკეთა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა - მას ვირუსი არ გადაედო. საუბარში პროტოპრესვიტერი კონსტანტინე აღნიშნავს, რომ ასევე ქრისტეს შობის საუფლო დღესასწაულზე დაახლოებით შვიდასი მორწმუნე ერთი კოვზით აზიარა, რომელთა შორის დიდი ალბათობით ინფიცირებული ადამიანიც იქნებოდა. მამა კონსტანტიმე აღნიშნა: "თუ წმიდა ზიარება ვირუსის გადამდები იქნებოდა, მაშინ ჩვენი ქა...
“მეცნიერების წინსვლა, რომელიც ადამიანს ემსახურება, ყოველთვის არის ღვთისგან კურთხევა და საჩუქარი” – პირეის მიტროპოლიტი
საბერძნეთის ეკლესია

“მეცნიერების წინსვლა, რომელიც ადამიანს ემსახურება, ყოველთვის არის ღვთისგან კურთხევა და საჩუქარი” – პირეის მიტროპოლიტი

2021 წლის 16 იანვარს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმემ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთა. ვაქცინაციის შემდეგ მიტროპოლიტმა სერაფიმემ მადლობა გადაუხადა საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ექიმ ალფიერს განუცხადა: "მადლობელი ვარ, ექიმო! ძალიან დიდი მადლობა! გისურვებთ ძალას ამ დიდი საქმისთვის, რომელსაც აკეთებთ!". ექიმმა ალფიერმა თავის მხრივ უპასუხა: "დიდი კურთხევაა დღეს ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც ვაქცინაციის შესაძლებლობა მიეცა. გასვლა და შიშების გარეშე გახსნილი თვალით სამყაროს ახლა ვუყურებთ. დიდი შესაძლებლობა ყველა ბერძენისთვის, მთელი საბერძნეთისთვის, რათა საბოლოოდ გავექცეთ ამ ტანჯვას. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, ზუსტად იგივე გააკეთონ ". ...
პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა [ვიდეო]
საბერძნეთის ეკლესია

პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა [ვიდეო]

დღეს, 15 იანვარს, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირეის სამიტროპოლიტოს მოხუცთა თავშესაფარში ხანდაზმულებთან ერთად აიცრა.მიტროპოლიტი სერაფიმე არის ხელმძღვანელი პირეის სამიტროპოლიტოს მოხუცებულთა თავშესაფრისა, სადაც ის დღეს აიცრა და განაცხადა: "პირეის მოხუცებულთა თავშეაფრისთვის ეს დღე არის მნიშვნელოვანი დღე და ისტორიული, ჩვენ მადლობას ვუხდით თავშესაფრის ადმინისტრაციას და საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრს". https://youtu.be/ZgRw9gm0e-g ...
საბერძნეთში ტაძრები მორწმუნეთათვის 18 იანვრიდან გაიხსნება
საბერძნეთის ეკლესია

საბერძნეთში ტაძრები მორწმუნეთათვის 18 იანვრიდან გაიხსნება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ინფექციური დაავადებების კომიტეტის წინადადება ტაძრების გახსნის შესახებ პოზიტიური იყო, რადგან ეკლესიამ დაადასტურა, რომ პანდემიის დაწყების პირველივე მომენტიდან იგი ყველა დაწესებულ ზომებს იცავს.  კერძოდ, ტაძრები ღია იქნება მორწმუნეთათვის და წირვა-ლოცვა ჩატარდება ყოველ 25 კვ.მ.-ზე ერთი ადამიანის დასწრებით და თითოეულ ტაძარში დაიშვება მაქსიმუმ 50 ადამიანი. ...
“ისლამი არის არა რელიგია, არამედ პოლიტიკური პარტია” – უნეტარესი იერონიმე მეორე
საბერძნეთის ეკლესია

“ისლამი არის არა რელიგია, არამედ პოლიტიკური პარტია” – უნეტარესი იერონიმე მეორე

საბერძნეთის ცნობილი აჯანყებიდან ორასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ განაცხადა, რომ ისლამი არის არა რელიგია, არამედ პოლიტიკური პარტია, ხოლო მისი მიმდევრები ომის ხალხია.  მისმა უნეტარესობამ აღნიშნა, რომ ისლამის მახასიათებელი ნიშანი არის მომთაბარეობა და სხვა ტერიტორიებზე გავრცელება. ისტორია ღიად მეტყველებს ამაზე.  შეგახსენებთ, 1821 წელს საბერძნეთში მოხდა აჯანყება მუსლიმი ოსმალების წინააღმდეგ, რომელთაც საბერძნეთის მთელი ტერიტორია ჰქონდათ დაპყრობილი და ქრისტიანული ტაძრები - მეჩეთებად გადაკეთებული. აჯანყების შედეგად, მუსლიმების განდევნის შემდგომ ჩამოყალიბდა საბერძნეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ბერძენი ერის გონებაში განსაკუთრებულად არის ჩაბეჭდილი ბარბაროსული ქმედებები ოსმალებისგან,, რომელთაც მრავალი პა...
ნათლისღების დღესასწაული ნავპაკტოს სამიტროპოლიტოში [ფოტო]
საბერძნეთის ეკლესია

ნათლისღების დღესასწაული ნავპაკტოს სამიტროპოლიტოში [ფოტო]

გუშინ, შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 იანვარს, საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების, ღმრთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით ნავპაკტოს მიტროპოლიტმა იეროთეოსმა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია და წყლის დიდი აიაზმის წესით კურთხევა აღასრულა.  ...
ნათლისღების დღესასწაული საბერძნეთის ეკლესიაში [ფოტო]
საბერძნეთის ეკლესია

ნათლისღების დღესასწაული საბერძნეთის ეკლესიაში [ფოტო]

დღეს, შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 იანვარს საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების, ღვთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა, ათენისა და სრულიად ელადის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ ათენის საკათედრო ტაძარში დიდი აიაზმა აღასრულა. ...
უნეტარესი იერონიმე: “მზად ვართ ყველაფრისათვის”
საბერძნეთის ეკლესია

უნეტარესი იერონიმე: “მზად ვართ ყველაფრისათვის”

2021 წლის 6 იანვარს, იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით ნათლისღების დღესასწაულზე, საზეიმო წირვის შემდგომ, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა უნეტარესმა იერონიმე მეორემ განცხადება გააკეთა ათენის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში.  უნეტარესმა იერონიმემ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ბ. მიცოტაკისთან თავისი შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა: “საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რაც გავიარეთ და რასაც ველოდებით. ვინაიდან დღეს დიდი დღესასწაულია, საჭიროა ისტორიის ცოდნით დავკავდეთ. ჩვენი ისტორია გვეუბნება, რომ ცხოვრება უცნაურია და ციკლური. ჩვენც სწორედ ამ ციკლებში ვცხოვრობთ”. როცა ჰკითხეს, საჭიროა თუ არა ზომების დაცვა უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა უპასუხა: “მე მეუბნებით ამას?! შეხედეთ ზომებს, რომლითაც ეკლესია ოპერირებს. შემდეგ გადით სანაპიროებზ...
საბერძნეთის მინისტრთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ეკლესიის წინაშე ფიცი დადო
საბერძნეთის ეკლესია

საბერძნეთის მინისტრთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ეკლესიის წინაშე ფიცი დადო

საბერძნეთის მინისტრთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ეკლესიის წინაშე დადო ფიცი. ტრადიციის თანახმად, ახალი მინისტრთა საბჭოს დამტკიცებას წინ უძღოდა საბერძნეთის ეკლესიის მეთაურისა და წმიდა სინოდის წინაშე ფიცის დადება. ღვთისმსახურება აღავლინა ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ. ცერემონიას ესწრებოდნენ საბერძნეთის პრეზიდენტი ეკატერინე საკელაროპულუ და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი.  ფიცის დადების შემდგომ, უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა მიულოცა მინისტრებს ახალ თანამდებობებზე დანიშვნა და კარგი თანამშრომლობა უსურვა. ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე ფიცი დადეს შემდეგმა მინისტრებმა და მინისტრების მოადგილეებმა: 1. შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი;   2. გარემოსა და ენერგეტიკის მინისტრი; 3. შინაგან საქმეთა მინისტრი; ...