მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

პოლონეთის ეკლესია

უნეტარესმა მიტროპოლიტმა საბამ პანაშვიდი გადაუხადა უნეტარეს მიტროპოლიტ სტეფანეს
პოლონეთის ეკლესია

უნეტარესმა მიტროპოლიტმა საბამ პანაშვიდი გადაუხადა უნეტარეს მიტროპოლიტ სტეფანეს

უნეტარესმა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა საბამ საფლავთან პანაშვიდი გადაუხადა უნეტარეს ვარშავისა და სრულიად პოლონეთის განსვენებულ მიტროპოლიტ სტეფანეს. უნეტარესი მიტროპოლიტი სტეფანე პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური გახლდათ 1965-1969 წლებში. უნეტარესი ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი სტეფანე ...
უნეტარესმა საბამ ვარშავის ახალი აია სოფია მოინახულა [ფოტო]
პოლონეთის ეკლესია

უნეტარესმა საბამ ვარშავის ახალი აია სოფია მოინახულა [ფოტო]

უნეტარესმა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა საბამ სამღვდელოებასთან ერთად მოინახულა ვარშავის მშენებარე აია სოფია . პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ოთხმოცდაორი წლისაა. იგი თითქმის ოთხთვიანი იზოლაციისა და მკაცრი კარანტინის შემდგომ პირველად გამოჩნდა, ხელჯოხით. ...
ოთხთვიანი პაუზის შემდგომ უნეტარესი საბა პირველად გამოჩნდა წირვაზე [ფოტო]
პოლონეთის ეკლესია

ოთხთვიანი პაუზის შემდგომ უნეტარესი საბა პირველად გამოჩნდა წირვაზე [ფოტო]

თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდგომ უნეტარესი ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა პირველად გამოჩნდა საღმრთო ლიტურგიაზე. მისმა უნეტარესობამ 2020 წლის 18 ოქტომბერს აღასრულა წირვა, რომლის შემდგომ, პირველად წირვა აღავლინა 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე. ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მკაცრ იცოლაციაში იმყოფებოდა. ...
პოლონეთის ეკლესიის ეპისკოპოსი პავლე მოხუცთა და უსახლკაროთა თავშესაფრებს ეწვია [ფოტო]
პოლონეთის ეკლესია

პოლონეთის ეკლესიის ეპისკოპოსი პავლე მოხუცთა და უსახლკაროთა თავშესაფრებს ეწვია [ფოტო]

პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ვარშავის ეპარქიის ქორეპისკოპოსი, გაინოვის ეპისკოპოსი პავლე მოხუცთა და უსახლკაროთა თავშესაფრებს ეწვია. მღვდელმთავარმა თავშესაფრების ბენეფიციარებს მიულოცა შობა-ახალი წელი და გადასცა ტკბილეული.
უნეტარესი სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა მკაცრ კარანტინშია
პოლონეთის ეკლესია

უნეტარესი სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა მკაცრ კარანტინშია

პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარესმა მიტროპოლიტმა საბამ, უკანასკნელად, საღვთო ლიტურგია აღასრულა ორ თვეზე მეტი ხნის წინ, 2020 წლის 18 ოქტომბერს. აღნიშნული თარიღის შემდეგ კი ვარშავის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას მორიგეობით აღასრულებენ პოლონეთის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმთავრები. მისი უნეტარესობა მკაცრ კარანტინში იმყოფება. იგი 82 წლისაა და რამდენიმე დაავადებით არის დაავადებული. უნეტარესი ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა 1998 წლის 12 მაისს აირჩიეს პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად. ინტრონიზაცია გაიმართა იმავე წლის 31 მაისს ვარშავის წმიდა მარიამ მაგდალენელის სახელობის საკათედრო ტაძარში. უფალმა დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მიმადლოს უნეტარეს მიტროპოლიტ საბას. ...
პოლონეთის უნეტარესმა მიტროპოლიტმა პანაშვიდი გადაუხადა სერბეთის უწმიდეს პატრიარქს
პოლონეთის ეკლესია

პოლონეთის უნეტარესმა მიტროპოლიტმა პანაშვიდი გადაუხადა სერბეთის უწმიდეს პატრიარქს

2020 წლის 21 ნოემბერს, წმიდა მთავარანგელოზთა კრების დღესასწაულზე, უნეტარესმა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა საბამ საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ვარშავის სამიტროპოლიტო რეზიდენციის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის კარის ტაძარში. წირვის განსრულების შემდეგ, უნეტარესმა მიტროპოლიტმა საბამ აღასრულა სრულიად სერბეთის უწმიდესი პატრიარქის ირინეოსის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მწუხარება გამოთქვა მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. ...
პოლონეთის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი ქართულ ენაზე
პოლონეთის ეკლესია

პოლონეთის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი ქართულ ენაზე

პოლონეთის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი ქართულად [PDF]ჩამოტვირთვა პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საპატრიარქო და სინოდური სიგელი [ტომოსი] გრიგოლი, წყალობითა ღვთისა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი პოლონეთის ღვთივდაცულ სახელმწიფოში მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელსაც ავტონომიური საეკლესიო მმართველობა და ორგანიზება მიენიჭა, რომელიც რწმენაში სტაბილურობასა და საეკლესიო საკითხებში მრავალ და კეთილ შედეგს აჩვენებს, ჩვენი უწმიდესი სამოციქულო საპატრიარქო მსოფლიო საყდრიდან, ვითარცა ერთადერთი შემძლებელისაგან, მოითხოვა მისი ავტოკეფალური მოწყობის კურთხევა და დადგენა, თავისი ახალი პოლიტიკური არსებული მდგომარეობის გამო, რათა დააკმაყოფილოს და დაიცვას მისი მოთხოვნილებები.           ...
პოლონეთის ავტოკეფალური ეკლესიის მოკლე ისტორია [ფოტო & PDF]
პოლონეთის ეკლესია

პოლონეთის ავტოკეფალური ეკლესიის მოკლე ისტორია [ფოტო & PDF]

პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოკლე ისტორია [PDF]ჩამოტვირთვა სპეციალურად WENews.ge-სთვის თარგმნა [თავისუფალი თარგმანი] და კომენტარები დაურთო არისტოტელეს უნივერსიტეტის კანონიკური სამართლის მაგისტრანტმა ნიკოლოზ გურგენიძემ    პოლონეთის ეკლესიის ისტორია გადაჯაჭვულია უკრაინის ეკლესიის ისტორიასთან, რადგან გარკვეული პერიოდი პოლონეთი სწორედ კიევის მიტროპოლიტის იურისდიქციის ნაწილი იყო. პოლონეთში ქრისტიანობის გავრცელება უკავშირდება თესალონიკელი ძმების, კირილესა და მეთოდეს მისიონერ მოგზაურობას მორავიასა და ვოიმიაში. მეთოდეს გარდაცვალების შემდეგ (885) წმიდა მამების მოწაფეები განსაკუთრებულ პრობლემებს წააწყდნენ, რომელსაც ფრანკები ქმნიდნენ. მაშინ, ძმები იძულებული გახდნენ, ბულგარეთში წასულიყვნენ, საიდანაც 869-870 წლის კონსტანტინეპოლის დიდი კრების განჩინების თანახმად ფრა...
შვიდი წელი მონტენეგროს აღდგომის საკათედრო ტაძრის გახსნიდან [ფოტო]
ალბანეთის ეკლესია, კვიპროსის ეკლესია, კონსტანტინეპოლის ეკლესია, პოლონეთის ეკლესია, რუსეთის ეკლესია, საბერძნეთის ეკლესია, სერბეთის ეკლესია

შვიდი წელი მონტენეგროს აღდგომის საკათედრო ტაძრის გახსნიდან [ფოტო]

2013 წელს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გაიხსნა უფლის აღდგომის საკათედრო ტაძარი. მსახურებაში მონაწილეობა მიიღეს: მისმა ყოვლადუწმინდესობამ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, მისმა უწმიდესობამ რუსეთის პატრიარქმა კირილემ, მისმა უწმიდესობამ სერბეთის პატრიარქმა ირინეოსმა, მისმა უნეტარესობამ კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ, მისმა უნეტარესობამ საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ, მისმა უნეტარესობამ პოლინეთის მიტროპოლიტმა საბამ, მისმა უნეტარესობამ ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა ანასტასიოსმა და ყოვლადსამღვდელო  მიტროპოლიტებმა, მთავარეპისკოპოსებმა და ეპისკოპოსებმა სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიიდან. ...
პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ პოზიცია შეცვალა
პოლონეთის ეკლესია

პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ პოზიცია შეცვალა

პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის დღის წესრიგის მთავარი თემა გახლდათ:  ,,კორონავირუსული პანდემია და მისი გავლენა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკლესიის ცხოვრებაში''.   სხდომა გაიმართა უნეტარესი ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტის საბას თავმჯდომარეობით. წმიდა სინოდმა პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებასა და სამონასტრო საძმოებს სინოდური ენციკლიკა გაუგზავნა და მოუწოდა დაიცვან სანიტარული ზომები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიის შესაჩერებლად დაწესდა და ასევე გაითვალისწინონ მედიკოსთა რეკომენდაციები. შეგახსენებთ რომ პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია იყო ერთადერთი ავტოკეფლური ეკლესია, რომელმაც გაზაფხულზე, პანდემიის მძვინვარებისას, სახელმწიფოს მიერ დაწესებული არცერთი რეკომენდაცია და რეგულაცია დაიცვა....