მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

ალბანეთის ეკლესია

ნათლისღების დღესასწაული ალბანეთში
ალბანეთის ეკლესია

ნათლისღების დღესასწაული ალბანეთში

გუშინ, შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 იანვარს, ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების, ღმრთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალვბანეთის ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა ანასტასიოსმა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია და წყლის დიდი აიაზმის წესით კურთხევა აღასრულა.  ...
ალბანეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა საშობაო ღვთისმსახურება აღავლინა [ფოტო]
ალბანეთის ეკლესია

ალბანეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა საშობაო ღვთისმსახურება აღავლინა [ფოტო]

2020 წლის 25 დეკემბერს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, სრულიად ალბანეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა ანასტასიოსმა საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს 2020 წელი საიუბილეოა ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რადგან ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 25 დეკემებს აღერტულა პირველი საღმრთო ლიტურგია კომუნისტური რეჟიმის აკრძალვების მოხსნის შემდგომ. საღმრთო ლიტურგია პანდემიასთან დაკაშირებული მკაცრი ზომების დაცვით აღესრულა, რომელიც ალბანეთის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დადგენილი. ...
ათი მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს
ალბანეთის ეკლესია, ალექსანდრიის ეკლესია, ამერიკისა და კანადის ეკლესია, ანტიოქიის ეკლესია, ბულგარეთის ეკლესია, კონსტანტინეპოლის ეკლესია, რუმინეთის ეკლესია, საბერძნეთის ეკლესია, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია

ათი მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს

იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით 25 დეკემბერს ქრისტეს შობას აღნიშნავს ათი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო, ალექსანდრიის საპატრიარქო, ანტიოქიის საპატრიარქო, რუმინეთის საპატრიარქო, ბულგარეთის საპატრიარქო, კვიპროსის ეკლესია, ელადის (საბერძნეთი) ეკლესია, ალბანეთის ეკლესია, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია, ამერიკისა და კანადის ეკლესია. ვებ-გვერდი "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ულოცავს ხსენებულ უწმიდეს მართლმადიდებელ საყდართა იერარქიასა და სამწყსოს ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს. ...
ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურები ვაქცინაციაზე თანხმობას აცხადებენ
ალბანეთის ეკლესია, კვიპროსის ეკლესია, საბერძნეთის ეკლესია

ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურები ვაქცინაციაზე თანხმობას აცხადებენ

კორონავირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით ვაქცინაციაზე მართლმადიდებელი ეკლესიის სამი მწყემსმთავარი თანხმობას აცხადებს. ⛪ კვიპროსის ეკლესიის მეთაური, უნეტარესი ქრიზოსტომოს მეორე: ,,ვაქცინის გაკეთებას ვაპირებ რადგან მოწყვლადი ჯგუფის პაციენტი ვარ". ⛪ ელადის(საბერძნეთის) მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, უნეტარესი იერონიმე მეორე: ,,რომ არ გადამეტანა კოვიდინფექცია, პირველი ვიქნებოდი, ვინც ვაქცინას ჩაიტარებდა". ⛪ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, უნეტარესი ანასტასიოსი: ,,რა თქმა უნდა, ვაქცინას ჩავიტარებ, ჩემი ექიმების რჩევით". ...
“რა თქმა უნდა, ვაქცინას გავიკეთებ” – უნეტარესი ანასტასიოსი
ალბანეთის ეკლესია

“რა თქმა უნდა, ვაქცინას გავიკეთებ” – უნეტარესი ანასტასიოსი

ალბანეთის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა ანასტასიომა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, გაიკეთებს თუ არა კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინას, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება, განაცხადა:  “რა თქმა უნდა, ჩემი გამორჩეული ექიმების მითითებით”. შეგახსენებთ, რომ უნეტარესი ანასტასიოსი კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირებული იყო და მკურნალობას გადიოდა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, საიდანაც, თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, განკურნებული, მიმდინარე წლის 20 დეკემბერს დაბრუნდა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში. ...
უნეტარესი ანასტასიოსი თვენახევრიანი მკურნალობის შემდგომ სამშობლოში დაბრუნდა
ალბანეთის ეკლესია

უნეტარესი ანასტასიოსი თვენახევრიანი მკურნალობის შემდგომ სამშობლოში დაბრუნდა

უნეტარესი სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი ერთ თვენახევრიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან სამშობლოში 2020 წლის 20 დეკემბერს დაბრუნდა. ტირანაში დაბრუნებულ მწყემსმთავარს სამწყსო ყვავილებითა და ტაშით დახვდა. შეგახსენებთ, რომ უნეტარესი ანასტასიოსი მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გადააფრინეს ალბანეთიდან საბერძნეთში, სადაც კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით მოათავსეს ათენის ინფექციურ საავადმყოფოში. ღვთის წყალობით, მისმა უნეტარესობამ კოვიდ-19 დაამარცხა. უნეტარესი ანასტასიოსი 91 წლის არის. იგი მსოფლიოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა შორის ასაკით ყველაზე უხუცესია. ის 1992 წლიდან არის ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესიის მწყემსმთავარი. ...
უნეტარესმა ანასტასიოსმა კორონავირუსი დაამარცხა
ალბანეთის ეკლესია

უნეტარესმა ანასტასიოსმა კორონავირუსი დაამარცხა

დღეს, 23 ნოემბერს, თორმეტდღიანი მკურნალობის შემდეგ, სრულიად ალბანეთის უნეტარესი მთვარეპისკოპოსი ანასტასიოსი ათენის საავადმყოფოს დატოვებს. უნეტარესი ანასტასიოსი კორონავირუსისგან განიკურნა და იგი სამშობლოში თავის მწყემსმთავრულ მსახურებასა და მოვალეობას დაუბრუნდება. უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი 91 წლისაა. იგი მსოფლიოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს შორის ასაკით ყველაზე უხუცესია. ის ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია 1992 წლიდან. ...
სამი მართლმადიდებელი პირველიერარქი კორონავირუსითაა ინფიცირებული
ალბანეთის ეკლესია, საბერძნეთის ეკლესია, სერბეთის ეკლესია, სიახლეები

სამი მართლმადიდებელი პირველიერარქი კორონავირუსითაა ინფიცირებული

კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით მართლმადიდებელი ეკლესიის სამი პირველიერარქი ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის. პირველიერარქთა შორის პირველად ვირუსი დაუდგინდა სრულიად სერბეთის პატრიარქ უწმიდეს ირინეოსს, რომელიც დღემდე ბელგრადის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო მონაცემებით არასტაბილურია. შემდეგ ვირუსი დაუდგინდა სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს უნეტარეს ანასტასის. იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ათენის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ინფორმაციით დამაკმაყოფილებელია. რიგით მესამე მწყემსმთავარი, რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა გახლავთ სრულიად ელადის (საბერძნეთი) მთავარეპისკოპოსი უნეტარესი იერონიმე მეორე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ის დღეს დილით მოათავსეს ...
რუსეთის პატრიარქის მანუგეშებელი წერილი ალბანეთის მთავარეპისკოპოსს
ალბანეთის ეკლესია, რუსეთის ეკლესია

რუსეთის პატრიარქის მანუგეშებელი წერილი ალბანეთის მთავარეპისკოპოსს

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესმა პატრიარქმა კირილემ მანუგეშებელი წერილი გაუგზავნა სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასიოსს, რომელიც კორონავირუსული ინფექციით არის ინფიცირებული და ათენის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. თქვენო უნეტარესობავ, უფლისმიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო! ღრმა შეშფოთებით მივიღე შეტყობინება თქვენი კორონავირუსული ინფექციით დაინცფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ. გულწრფელად ვლოცულობ სულთა და სხეულთა ექიმისადმი, "რომელიც კურნავს ჩვენს ყველა სნეულებას" (ფს. 102,3) თქვენი აღდგინებისათვის სნეულებიდან ჯანმრთელობასა და ძალაში, რათა განაგრძოთ თქვენი თავდადებული მწყემსმთავრული მსახურება, აღმსარებელი ალბანეთის ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის სასარგებლოდ. უცვლელი ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით +კირილე, პატრიარქი მოსკოვისა და სრუ...