მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

უკრაინის ეკლესია

ნათლისღების დღესასწაულზე უნეტარესმა ეპიფანემ საზეიმო წირვა აღავლინა [ფოტო]
უკრაინის ეკლესია

ნათლისღების დღესასწაულზე უნეტარესმა ეპიფანემ საზეიმო წირვა აღავლინა [ფოტო]

დღეს, 2021 წლის 19 იანვარს, იულიუსისკალენდრის ძველი სტილის მიხედვით, უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიაში ღმრთის განცხადების - ნათლისღების საუფლო დღესასწაული აღნიშნეს.  კიევის წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა უნეტარესმა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ. საღმრთო ლიტურგიაში ასევე მონაწილეობდნენ: კომანონის ეპისკოპოსი მიქაელი (მსოფლიო საპატრიარქო) და ვიშგოროდის მთავარეპისკოპოსი აღაპიტი. წირვის შემდგომ მისმა უნეტარესობამ დიდი აიაზმის კურთხევა აღასრულა. კიევის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამიტროპოლიტო მონასტერი ვიშგოროდის მთავარეპისკოპოსი აღაპიტი კომანონის ეპისკოპოსი მიქაელი (მსოფლიო საპატრიარქო) ...
კიევის სასულიერო სემინარიაში ნათლისღების საუფლო დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]
უკრაინის ეკლესია

კიევის სასულიერო სემინარიაში ნათლისღების საუფლო დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

დღეს, 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით ნათლისღების საუფლო დღესასწაული აღნიშნეს უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის სასულიერო სემინარიაში (წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის მონასტერი). საზეიმო ღვთისმსახურება აღასრულეს უმაღლესი სასულიერო სასწავლებლის პედაგოგმა სასულიერო პირებმა და სტუდენტებმა.  ...
რა უთხრა მსოფლიო პატრიარქმა 2007 წელს უკრაინის ეკლესიის ამჟამინდელ მეთაურს?!
უკრაინის ეკლესია

რა უთხრა მსოფლიო პატრიარქმა 2007 წელს უკრაინის ეკლესიის ამჟამინდელ მეთაურს?!

უკრაინის ეკლესიის ბრძოლას ავტოკეფალიის მოსაპოვებლად ზუსტად ასწლოვანი ისტორია გააჩნია. ამ პერიოდის განმავლობაში უკრაინელები გამუდმებით ითხოვდნენ დახმარებას, რათა მიეღოთ ავტოკეფალია და ჰქონოდათ ავტოკეფალური ეკლესია. ასეთი შემთხვევა იყო 2008 წელსაც, როდესაც უკრაინაში სამი საეკლესიო ერთეული (რუსეთის ეკლესია უკრაინაში - მიტროპოლიტ ვლადიმერის (საბოდანი) მეთაურობით, კიევის საპატრიარქო - მიტროპოლიტ (პატრიარქ) ფილარეტის (დენისენკო) მეთაურიბით და უკრაინის ავტოკფალური მართლმადიდებელი ეკლესია - მიტროპოლიტ მეთოდეს (კუდრაკოვის) მეთაურობით) შეთანხმდნენ გაერთიანებაზე, იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო საპატრიარქო ავტოკეფალიას გადასცემდა უკრაინის გაერთიანებულ ეკლესიას. ამ მიზნით 2008 წლამდე მიმდინარეობდა გარკვეული სახის შეხვედრები და დიალოგები მსოფლიო საპატრიარქოსა და უკრაინელებს შორის. იმჟამად მიღებული ი...
“საქართველო, იერუსალიმი და რუმინეთი მალე გვაღიარებენ” – უნეტარესი ეპიფანე
უკრაინის ეკლესია

“საქართველო, იერუსალიმი და რუმინეთი მალე გვაღიარებენ” – უნეტარესი ეპიფანე

ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის ერთ-ერთ ტელეგადაცემაში უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარების საკითხზე ისაუბრა უნეტარესმა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ. "ნათელი პროცესები მიმდინარეობს ადგილობრივ მართლმადიდებლ ეკლესიებში, სადაც  რამდენიმე მღვდელმთავარი ხშირად ჩნდება, ვინც ჩვენი ავტოკეფალიის წინააღმდეგია.    ჩვენ ამას ვხედავთ კვიპროსის მართლმადიდებელიეკლესიის მაგალითზე: ორი ან სამი წინააღმდეგია, უმრავლესობა კი მომხრეა.  კვიპროსის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მაგალითი მისცა სხვა ეკლესიებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს ჩვენი ავტოკეფალური სტატუსის აღიარება.  მას შემდეგ, რაც პირველიერარქი მოიხსენებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს დიპტიქში, ეს ფაქტობრივი აღიარებაა, შემდგომ კი დგება საკითხი სინოდზე და რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მიი...
ქრისტეს შობის დღესასწაული უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში [ფოტო]
უკრაინის ეკლესია

ქრისტეს შობის დღესასწაული უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში [ფოტო]

იულიუსის კალენდრის ძველი სტილით 25 დეკემბერს (შესწორებული სტილით 7 იანვარს) უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის საუფლო და სამეუფეო დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ მღვდელმთავრებთან ერთად სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია კიევის წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის საკათედრო ტაძარში აღასრულა. ტრადიციისამებრ მისმა უნეტარესობამ პანდემიის დასრულებისთვის ლოცვა უფლის მიმართ მუხლმოდრეკილმა აღავლინა.  ...
უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის წერილი მსოფლიო პატრიარქს
უკრაინის ეკლესია

უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის წერილი მსოფლიო პატრიარქს

თქვენო ღვთაებრივო ყოვლადუწმიდესობავ, მთავარეპისკოპოსო კონსტანტინეპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქო, ქრისტე ღმერთის მიერ დიდად საყვარელო ძმაო და ჩვენი უმდაბლესობის თანამწირველო ბართლომეოს! თქვენს ღვთაებრივ ყოვლადუწმიდესობას უფლის მიერ ძმურად ვეხვევით და განსაკუთრებულად მივმართავთ. ქრისტე იშვა! თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, მეორედ განსრულდა იუბილე თქვენი წმიდა ხელებითა და კონსტანტინეპოლის დედაეკლესიის მიერ უკრაინის უწმიდესი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსის ხელმოწერისა და გადმოცემიდან.  რამდენმა კარგმა გრძნობამ, რამდენმ მოგონებამ, რამდენმა სამწუხარო და საბედნიერო მოვლენამ განვლეს ჩვენი ორმაგი თეოფანიიდან (ღვთის გამოცხადებიდან). უკრაინის ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში იყო უსამართლობასა და კანონიკური წყობის დარღვევის ქვეშ, იღწვოდა ჭეშმარიტების დამკვიდრებისთვის. აჰა...
კიევში ქრისტეს შობის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადებიან [ფოტო]
უკრაინის ეკლესია

კიევში ქრისტეს შობის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადებიან [ფოტო]

დღეს, 6 იანვარს, კიევის წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძარში უნეტარესმა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ, კომანონის ეპისკოპოს მიქაელსა (მსოფლიო საპატრიარქო) და ვიშგოროდის მთავარეპისკოპოს აღაპიტთან ერთად ქრისტეს შობის წინა დღის სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღასრულა.  ტრადიციისამებრ, მისმა უნეტარესობამ პანდემიის დასრულებისთვის უფლისადმი მუხლმოდრეკით სპეციალური ლოცვა აღავლინა. ...
უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემიდან ორი წელი შესრულდა [ფოტო]
უკრაინის ეკლესია

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემიდან ორი წელი შესრულდა [ფოტო]

2018 წლის 15 დეკემბერს, დილით, უკრაინელი მღვდელმთავრები, სასულიერო და საერო პირები გაემართნენ კიევის აია სოფიის კათედრალისკენ. მანამ კი  წმიდა მიქაელის მონასტერში შედგა შეხვედრა კიევის საპატრიარქოს მღვდელმთავრებისა, სადაც მათ აღასრულეს ერთობლივი ლოცვა და მოაწერეს ხელი დოკუმენტს, სადაც ოფიციალურად გაუქმებული იქნა კიევის საპატრიარქო, რომელმაც დაკარგა ყველა იურიდიული უფლება, რადგან სწორედ ამ დღეს დაარსდებოდა უკრაინის ახალი ავტოკეფალური ეკლესია.  ცნობილი იყო, რომ მოსკოვის საპატრიარქოდან გამაერთიანებელ კრებაზე მისვლას აპირებდა დაახლოებით თხუთმეტი მღვდელმთავარი, მაგრამ ზეწოლის, შანტაჟისა და მუქარის შემდგომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიიდან კრებაზე გამოცხადნენ ვინიცისა და ბარსის მიტროპოლიტი სვიმეონი და პერეიასლავისა და ხმელნიცის მიტროპოლიტი ალექსანდრე.  კიევის ის...
საკვირაო საღმრთო ლიტურგია კიევის საკათედრო ტაძარში [ფოტო]
უკრაინის ეკლესია

საკვირაო საღმრთო ლიტურგია კიევის საკათედრო ტაძარში [ფოტო]

დღეს, 2021 წლის 3 იანვარს, საკვირაო საღმრთო ლიტურგია კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ კიევის წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის საკათედრო ტაძარში ვიშგოროდის მთავარეპისკოპოს აღაპიტთან ერთად აღასრულა.
საკვირაო საღმრთო ლიტურგია კიევის საკათედრო ტაძარში [ფოტო]
უკრაინის ეკლესია

საკვირაო საღმრთო ლიტურგია კიევის საკათედრო ტაძარში [ფოტო]

დღეს, 2020 წლის 27 დეკემბერს, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ საკვირაო საღმრთო ლიტურგია კიევის წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღასრულა. ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა უკრაინაში, კომანონის ეპისკოპოსმა მიქაელმა და ვიშგოროდის მთავარეპისკოპოსმა აღაპიტმა. წირვის დროს უნეტარესმა ეპიფანემ ჩვეულებისამებრ უფლის მიმართ მუხლმოდრეკით აღავლინა სპეციალური ლოცვა პანდემიის დასრულებისთვის. ...