მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

ელ-მასალები

რა მოხდება, თუ საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას?! – ისტორიის დოქტორის ანალიზი
ელ-მასალები

რა მოხდება, თუ საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას?! – ისტორიის დოქტორის ანალიზი

ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ანალიზს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის სამომავლო აღიარების შესახებ. ანალიტიკურ ტექსტს გთავაზობთ უცვლელად: "მას შემდეგ, რაც საჯაროდ და კიდევ მეტად ღიად ცნობილი გახდა, რომ ცხინვალში მოქმედებს მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ტაძარი, სადაც რუსეთის ეკლესიის სასულიერო პირები მსახურობენ და ასევე, რუსეთის ეკლესიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის გარდაცვალების გამო, რომელსაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მეთაური ხელს აწერს თავისი სრული ტიტულატურით, ხოლო რუსეთის ეკლესიამ წერილი გამოაქვეყნა უხეშად შეცვლილი სახით, სადაც საქართველოს ეკლესიის მამამთავრის ტ...
ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლე
ელ-მასალები, სიახლეები

ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლე

ქართველი თეოლოგებისა და ეკლესიის ისტორიის მკვლევართა ნაწილმა საშობაო ეპისტოლე გაავრცელა (6.01.2021), რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. ძვირფასო საზოგადოებავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებო და საქართველოს მოქალაქენო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკლესიის აწმყო და მომავალი, ყველას გულითადად მოგილოცავთ განკაცებული ძე ღმერთის ბეთლემში ღვთაებრივი და იდუმალი შობის დიდებულ დღესასწაულს! გიხაროდეთ, ქრისტე იშვა და მასთან ერთად იშვა იმედი მარდიული სიცოცხლის, ზეციური შობის, ადამიანის განღმრთობისა, სიკეთის მიერ ბოროტების დაძლევის და დამარცხებისა! ბეთლემის ანგელოზთა საგალობელი რჩება მარადიულ ჰიმნად და კაცობრიობის მიზნად: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!" ჩვენ, როგორც ქრისტეს სახელით აღბეჭდილები და ეკლესიის წევრნი, ვალდებულნი ვართ ვზრუნავდეთ ...
წმიდა კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე მრავალვნებული – 3 იანვარი – ხსენების დღე
ელ-მასალები, საქართველოს ეკლესია

წმიდა კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე მრავალვნებული – 3 იანვარი – ხსენების დღე

1827 წლის ძვ.სტ. 21 დეკემბერს (ახ.სტ. 3.01), რუსეთში, გადასახლებაში აღესრულა აღმოსავლეთ საქართველოს უკანასკნელი კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე (ბაგრატიონი), რომელიც რუსეთის იმპერიამ 1810 წელს გადაასახლა შორეულ რუსეთში, საიდანაც სამშობლოში დაბრუნება აღარ აღირსეს და იქვე გარდაიცვალა. გავიხსენოთ ჩვენი სამშობლოსა და ეკლესიისთვის დამაშვრალი და რუსთა ტყვეობაში აღსრულებული წმიდა კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე. ერისკაცობაში თეიმურაზ ერეკლეს ძე ბაგრატიონი, დაიბადა 1762 წლის ძვ.სტ. 8 იანვარს. იგი გახლდათ ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის მეოთხე ვაჟიშვილი, დედოფალ დარეჯანისგან. ახალშობილს სახელი უწოდეს თავისი ბაბუის, მეფე თეიმურაზ მეორის საპატივცემულოდ. თეიმურაზ ბაგრატიონმა იმჟამინდელი ვითარების შესაბამისად, საუკეთესო სწავლა-განათლება მიიღო. მის სულიერ და ინტელექტულურ განსწავლას უშუალ...
2020 წელს კორონავირუსით აღესრულნენ ერთი პატრიარქი და თექვსმეტი მღვდელმთავარი
ელ-მასალები

2020 წელს კორონავირუსით აღესრულნენ ერთი პატრიარქი და თექვსმეტი მღვდელმთავარი

2020 წელს კორონავირუსს ემსხვერპლა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთი პატრიარქი და თექვსმეტი მღვდელმთავარი. რუსეთის ეკლესია მიტროპოლიტი იონა; მიტროპოლიტი ისიდორე; მიტროპოლიტი ბარნაბა; მიტროპოლიტი იობი; მიტროპოლიტი თეოფანე; სქემეპისკოპოსი პეტრე; ეპისკოპოსი ბენიამინი. საქართველოს ეკლესია ეპისკოპოსი ლაზარე. სერბეთის ეკლესია უწმიდესი სრულიად სერბეთის პატრიარქი ირინეოსი; მიტროპოლიტი ამფილოქე; ეპისკოპოსი მილუტინი; ეპისკოპოსყოფილი არტემი. რუმინეთის ეკლესია მთავარეპისკოპოსი პიმენი. ბულგარეთის ეკლესია მიტროპოლიტი ამბროსი. საბერძნეთის ეკლესია მიტროპოლიტი იოანე; მიტროპოლიტი ალექსი; მიტროპოლიტი სერაფიმე. უფალმა სასუფეველში დაამკვიდროს აქ მოხსენებული პატრიარქისა და მღვდელმთავართა უკვდავი სულები. საუკუნოდ იყოს ხსენება მათი. ...
საქართველოს პატრიარქ ლეონიდეს პასუხი რუსეთის პატრიარქ ტიხონს
ელ-მასალები

საქართველოს პატრიარქ ლეონიდეს პასუხი რუსეთის პატრიარქ ტიხონს

მდაბალი ლეონიდე, წყალობითა ღვთისაითა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უსაყვარლეს მეუფესა და უპატიოსნეს ქრისტესმიერ ძმასა და თანამსახურს, უწმინდეს ტიხონს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს. შენი წრფელი სარწმუნოების (2 ტიმოთე, 1, 5), აგრეთვე წმინდა გულისა და კეთილი სინდისისაგან (1 ტიმოთე, 1, 5) გამომავალი სიყვარულის გახსენებისას დიდი სიხარულით გაიხარა ივერიის ეკლესიამ, როცა გაიგო, რომ შენ ჩაუდექ სათავეში რუსეთის ეკლესიას და ამით აღადგინე მასში სჯულისმიერი წესრიგი. მაგრამ როდესაც მივიღეთ შენი წერილი, დათარიღებული 1917 წლის 29 დეკემბრით, ეს ჩვენი უდიდესი სიხარული ღრმა მწუხარებით შეიცვალა, რადგან ამ წერილში ვერ ვპოვეთ შენთვის ჩვეული “მშვიდობისა და სიყვარულის სიტყვა”, არამედ მხოლოდ ქართველ ეპისკოპოსთა მხილება იმის გამო, რომ “შეწყვიტეს რა კანონიკური ურთიერთობა რუსეთის მართლმა...
გილოცავთ წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დღესასწაულს!
ელ-მასალები

გილოცავთ წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დღესასწაულს!

ახ.სტ. 19 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდისა ნიკოლოზისა, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, საკვირველთმოქმედისა. ვებ-გვერდ “მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” ადმინისტრაცია გილოცავთ ნიკოლოზობის წმიდა და დიდებულ დღესასწაულს! ყოვლადწმიდა სამებამ, წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის მეოხებით, დაამშვიდოს ჩვენი ცხოვრება და აცხოვნოს სულნი ჩვენი. წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა. მის კეთილმსახურ მშობლებს - თეოფანესა და ნონას - შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი ლო...
გილოცავთ წმიდა დიდმოწამე ქალწულ ბარბარეს დღესასწაულს!
ელ-მასალები

გილოცავთ წმიდა დიდმოწამე ქალწულ ბარბარეს დღესასწაულს!

ახ.სტ. 17 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდისა დიდმოწამისა, ქალწულისა ბარბარესი. ვებ-გვერდ "მსოფლიო საეკლესიო სიახლენის" ადმინისტრაცია გილოცავთ ბარბარობის წმიდა და დიდებულ დღესასწაულს! ყოვლადწმიდა სამებამ, წმიდა დიდმოწამისა და ქალწულის, ბარბარეს მეოხებით დაამშვიდოს ჩვენი ცხოვრება და აცხოვნოს სულნი ჩვენი. უსჯულო კეისარ მაქსიმიანეს (IV ს.) დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იყო იგი წარმართი და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო, უ...
ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია) – დაბადებიდან 135 წელი
ელ-მასალები

ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია) – დაბადებიდან 135 წელი

დღეს, 2020 წლის 14 დეკემბერს, 135 წელი შესრულდა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსის ლეონიდეს დაბადებიდან. ეპისკოპოსი ლეონიდე, ერისკაცობაში ლავრენტი ტიმოთეს ძე ჟვანია, დაიბადა 1885 წლის 1 (14) დეკემბერს ზუგდიდის მაზრის სოფელ ლეჯიქეთში, სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიუღია სენაკის სასულიერო სასწავლებელში. 1903-1907 წლებში სწავლობდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში, 1907-1911 წლებში ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1911-1957 წლებში საერო სამსახურშია, როგორც კვალიფიციური სამართალმცოდნე, იურისტი. 1957 წლის 1 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში აღიკვეცა ბერად. 3 თებერვალს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად. 4 თებერვალს დიდუბის ეკლესიაში ხელდასხმულ...
ანდრია მოციქულის წმიდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყანაში
ელ-მასალები

ანდრია მოციქულის წმიდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყანაში

წმიდა ანდრია პირველწოდებულის პატიოსანი თავის ქალა; პატრა, საბერძნეთი წმიდა ანდრია პირველწოდებულის პატიოსანი თავის ქალის ნაწილი; ათონის წმიდა მთა, ანდრიას სახელობის სკიტი წმიდა ანდრია პირველწოდებულის მარცხენა ფეხის ნაწილი; ათონის წმიდა მთა, წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის სკიტი წმიდა ანდრია პირველწოდებულის ფეხის ნაწილი; საქართველო, მცხეთა, სვეტიცხოველი ჯვარი, რომელზეც გააკრეს წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული; საბერძნეთი, პატრა ...
ქართველი მღვდელმთავრები, რომლებიც 1977-2020 წლებში განკანონდნენ
ელ-მასალები, საქართველოს ეკლესია

ქართველი მღვდელმთავრები, რომლებიც 1977-2020 წლებში განკანონდნენ

მას შემდეგ, რაც 1917 წლის 12 (25) მარტს აღდგა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია, რვა კათოლიკოს-პატრიარქის (კირიონ მეორე, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე მესამე, კალისტრატე, მელქისედეკ მესამე, ეფრემ მეორე, დავით მეხუთე) მამამთავრობათა ეპოქებში საქართველოს ეკლესიაში არცერთი მღვდელმთავარი განკანონებულა (დასჯილა). კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მამამთავრობის ეპოქაში კი რვა მღვდელმთავრის წინააღმდეგ იქნა გამოტანილი სხვადასხვა საეკლესიო მსჯავრი. მიტროპოლიტი გაიოზი იყო საქართველოს ეკლესიის პირველი მღვდელმთავარი, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ განიკვეთა მღვდელმთავრის ხარისხიდან. ურბნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი) - 1978 წლის 25 მაისს საეკლესიო ქონების მითვისების ბრალდებით დააპატიმრა საბჭოთა ხელისუფლებამ. 1978 წლის 27...