მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

გარდაიცვალა ამერიკის ეკლესიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი დავითი

68 წლის ასაკში, 2020 წლის 27 ნოემბერს გარდაიცვალა ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ალასკისა და სითკას მთავარეპისკოპოსი დავითი.

იგი 2013 წლის 16 ოქტომბერს აირჩია ამერიკის ავტოკეფალური ეკლესიის წმიდა სინოდმა ალასკის ეპისკოპოსად. მისი მღვდელმთავრად ქიროტონია გაიმართა 2014 წლის 21 თებერვალს. მთავარეპისკოპოსის წოდება მიენიჭა 2019 წლის 7 მაისს.

უფალმა მართალთა თანა განუსვენოს მთავარეპისკოპოს დავითის უკვდავ სულს. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *