მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

უნეტარესი როსტისლავი მღვდელმთავრად ქიროტონიის 30 წლისთავს ულოცავს მიტროპოლიტ ონოფრეს

უნეტარესმა სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტმა როსტისლავმა მღვდელმთავრად ქიროტონიის ოცდაათი წლის იუბილე მიულოცა უკრაინაში რუსეთის ეკლესიის პირველიერარქს, მიტროპოლიტ ონოფრეს.

მილოცვის ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ:

“მის უნეტარესობას, უნეტარეს ონოფრეს,

მიტროპოლიტს კიევისა და სრულიად უკრაინის,

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს

თქვენო უნეტარესობავ,

უფლისმიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო!

გულითადად გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან თარიღს – მღვდელმთავრად ქიროტონიის 30 წლის იუბილეს!

სულიწმიდის მოქმედებითა და ეკლესიის სასულიერო პირების გადაწყვეტილებით, თქვენ მაღალ სამღვდელმთავრო მსახურებაში დადგინდით და აიღეთ პასუხისმგებლობა მშობლიური ბუკოვინას მიწის სულიერად აღსაზრდელად. მას შემდეგ, თქვენი უნეტარესობა თანდაყოლილი თავმდაბლობითა და მოთმინებით აღასრულებთ თქვენი მსახურებას, დაიცვათ ეკლესიის ერთიანობა მისთვის თანამედროვე ისტორიის ურთულეს მომენტებში. თქვენი პირადი სიხარულის, აგრეთვე სრულიად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სიხარულისთვის, მე ლოცვით ვუსურვებ თქვენს სიწმიდეს, ღმერთის ამოუწურავ შეწევნასა თქვენს მწყემსმთავრულ მოღვაწეობაში და თქვენი უკრაინული სამწყსოს და ყველა წმინდანის ლოცვით მხარდაჭერას, რომელმაც ღმერთის მიერ გადარჩენილი უკრაინული მიწა გაპოხა.

უფლისმიერი ძმური სიყვარულით,

+როსტისლავი,

მთავარეპისკოპოსი პრეშოვისა,

მიტროპოლიტი ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის”

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს მსოფლიო საპატრიარქომ აღასრულა თავისი კანონიკური და ექსკლუზიური უფლება და თავისი ისტორიული სამიტროპოლიტოს ბაზაზე დაარსა უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც არის უკრაინის ტერიტორიაზე კანონიკურად მოქმედი ეკლესია, რომლის მეთაური არის კიევისა და სრულიად უკრაინის ერთადერთი უნეტარესი მიტროპოლიტი ეპიფანე.

რაც შეეხება რუსეთის ეკლესიის უკრაინაში არსებობას, მისი მოქმედება ამ ეტაპზე დაშვებულია იკონომიის პრინციპით, მხოლოდ სამწყსოს კანონიკური სულიერი დაპურების მიზეზით.

უნეტარესი სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი როსტისლავი, ამ შემთხვევაში, როდესაც იგი მიტროპოლიტ ონოფრეს უწოდებს კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტსა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, სამწუხაროდ, ის (უნეტარესი როსტისლავი) თავისი ამ ქმედებით არღვევს საეკლესიო სამართალსა და კანონიკურ წესრიგს.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, სუბერსკის ეპისკოპოსი ისაია ფაქტობრივ ევქარისტიულ კავშირში იმყოფება უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რაც დაადასტურა უნეტარეს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანესთან წირვა-ლოცვაზე თანამსახურებით (იხ. ფოტო).

უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, უნეტარესი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე და ჩეხეთისა და სლოვაკეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, სუბერსკის ეპისკოპოსი ისაია ერთად აღასრულებენ ღვთისმსახურებას

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *