
2020 წლის 25 დეკემბერს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, სრულიად ალბანეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა ანასტასიოსმა საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს 2020 წელი საიუბილეოა ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რადგან ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 25 დეკემებს აღერტულა პირველი საღმრთო ლიტურგია კომუნისტური რეჟიმის აკრძალვების მოხსნის შემდგომ.
საღმრთო ლიტურგია პანდემიასთან დაკაშირებული მკაცრი ზომების დაცვით აღესრულა, რომელიც ალბანეთის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დადგენილი.


