მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

ბულგარელი ეპისკოპოსის კომენტარი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა

დღეს, 27 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნებმა ოფიცალურად დაიწყეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება. საბერძნეთში უკვე ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე ცნობილი მღვდელმთავარი, ნავპაქტოს მიტროპოლიტი იეროთეოსი აიცრა.

პარალელურად ბულგარეთშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბულგარეთის საპატრიარქოს მღვდელმთავარმა, ეპიკოპოსმა ტიხონმა გაიკეთა.

ვაქცინაციის შემდეგ მეუფე ტიხონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “მტკიცედ მრწამს ღმერთის და მრწამს, რომ ღმერთმა შთააგონა მათ, რომელთაც შექმნეს ის [ვაქცინა] ვირუსის წინააღმდეგ, თუ როგორ გაკეთებინათ. ამ გზით ასევე მსურდა ჩემი პატივისცემა გამომეხატა მათ მიმართ, რომელთაც ასეთი დაუჯერებელი მცდელობები გაწიეს, რათა ყოველი ჩვენგანისთვის შეექმნათ ვაქცინა.

მსურს ამ ნათელ დღესასწაულების დროს ავანთო სინათლე გვირაბში, მათთვის, რომლებიც ზრუნავენ ავადმყოფებზე, რომ შემცირდება დავადებულთა რაოდენობა და ბოლო-ბოლო შევძლებთ ეკლესიაშიც უსაფრთხოდ მისვლას”.

სპეციალურად ბულგარული ენიდან თარგმნა “მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა”

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *