მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის წერილი მსოფლიო პატრიარქს

თქვენო ღვთაებრივო ყოვლადუწმიდესობავ, მთავარეპისკოპოსო კონსტანტინეპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქო, ქრისტე ღმერთის მიერ დიდად საყვარელო ძმაო და ჩვენი უმდაბლესობის თანამწირველო ბართლომეოს!

თქვენს ღვთაებრივ ყოვლადუწმიდესობას უფლის მიერ ძმურად ვეხვევით და განსაკუთრებულად მივმართავთ.

ქრისტე იშვა!

თქვენო ყოვლადუწმიდესობავ,

მეორედ განსრულდა იუბილე თქვენი წმიდა ხელებითა და კონსტანტინეპოლის დედაეკლესიის მიერ უკრაინის უწმიდესი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსის ხელმოწერისა და გადმოცემიდან. 

რამდენმა კარგმა გრძნობამ, რამდენმ მოგონებამ, რამდენმა სამწუხარო და საბედნიერო მოვლენამ განვლეს ჩვენი ორმაგი თეოფანიიდან (ღვთის გამოცხადებიდან).

უკრაინის ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში იყო უსამართლობასა და კანონიკური წყობის დარღვევის ქვეშ, იღწვოდა ჭეშმარიტების დამკვიდრებისთვის. აჰა, უფლის სურვილი იყო ისევე, როგორც ჩვენი წინაპრებისა და ჩვენც ამ გზას გამოვყოლოდით „რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს“ (მათ. 23:12).

ვითმენდით და ღმერთმა დააფასა ჩვენი მოთმინება. თქვენ, თქვენო ყოვლადუწმიდესობავ და ჩვენმა დედაეკლესიამ თქვენი სიყვარულით გაგვათბეთ, მწუხარების დროს გვანუგეშეთ, გაგვათავისუფლეთ ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეებისგან და მოგვხსენით ტვირთი. როდესაც წმიდა მთავარ ვლადიმერის ელჩები კონსტანტინეპოლის აია სოფიას ტაძარში პატრიარქის მიერ აღსრულებულ ლიტურგიას დაესწრნენ, ვერ გაეგოთ მიწაზე იმყოფებოდნენ თუ ზეცაში. მსგავსად ჩვენც არ შეგვიძლია გამოვხატოთ ის გრძნობა, რომელიც ზუსტად ორი წლის წინ ღვთის განცხადების (ნათლისღების) დღეს გვქონდა, როდესაც ჩვენ გავერთიანდით საღმრთო ევქარისტიასა და ლოცვებში, მედღესასწაულენი წმიდა ღვთის განცხადებისა (ნათლისღებისა).

რა ვთქვა და რა ვიღაღადო ჩემი მდაბალი გულისა და უკრაინის უწმიდესი ეკლესიის პატივცემული იერარქიის, წმიდა კლიროსისა და ღვთისმოსავი ერის სახელით?! მხოლოდ მადლიერება ღვთისა და თქვენს მიმართ. 

დაე, უფალმა ღმერთმა მიჰმადლოს თქვენს ყოვლადუწმიდესობას მრავალი ჯანმრთელი, ენერგიული და ნაყოფიერი წელი, ხოლო სირცხვილი მათ, ვინც კონსტანტინეპოლის ეკლესიის საყდრის დედობრივი გემის მიმართ ახორციელებენ შეტევას. 

მრავალჟამიერ, თქვენო ყოვლადუწმიდესობავ!

† კიეველი ეპიფანე

06.01.2020

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •