მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

ქრისტეს შობის დღესასწაული უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში [ფოტო]

იულიუსის კალენდრის ძველი სტილით 25 დეკემბერს (შესწორებული სტილით 7 იანვარს) უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის საუფლო და სამეუფეო დღესასწაულს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ მღვდელმთავრებთან ერთად სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია კიევის წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის საკათედრო ტაძარში აღასრულა.

ტრადიციისამებრ მისმა უნეტარესობამ პანდემიის დასრულებისთვის ლოცვა უფლის მიმართ მუხლმოდრეკილმა აღავლინა. 

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •